შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს სომხეთის ნაკრებმა მეტოქე საკუთარ კედლებში ანგარიშით 4:2 დაამარცხა.
აღნიშნულ მატჩს ქართველ მსაჯთა ბრიგადა, ლაშა სილაგავას ხელმძღვანელობით სჯიდა.
"ასეთი ფანტასტიკური მსაჯობა დიდი ხანია, არ მინახავს. სომხეთის ნაკრები ძლიერი გუნდია და გამარჯვებისთვის არბიტრის დახმარება არ სჭირდება", - თქვა ლასლომ.
უნგრელი სპეციალისტის თქმით, შეხვედრის დასრულების შემდეგ ის მსაჯთან მივიდა და ჰკითხა, რატომ ჩათვალა გოლი ლამის 10-მეტრიანი თამაშგარე მდგომარეობიდან, რაზეც თითქოს სილაგავამ ორაზროვნად უპასუხა, რომ
ლიტვის ნაკრების თავკაცის აზრით, ნორმალური მსაჯობის პირობებში მატჩი 2:2 უნდა დასრულებულიყო.