რევაზ არველაძე: პრემიერლიგის იდეა რომ კარგია, ამაზე დიდი ხანია, სწორედ მე ვლაპარაკობ

AutoSharing Option
20 ნოემბერს ფეხბურთის ფედერაციაში "12-თა საბჭოს" მორიგი შეხვედრა გაიმართა.

როგორც გვითხრეს, შეხვედრაზე პრემიერლიგის (პროფლიგის) დაფუძნებაზე არ ულაპარაკიათ.

შეხვედრის შემდეგ მედიასთან მხოლოდ ზოგადი განცხადებები გაკეთდა, მერე კი კლუბები თბილისის "დინამოს" დიღმის ბაზაზე შეიკრიბნენ და ლიგის დაფუძნებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

კონკრეტული არაფერი ითქვა. თუმცა, კულუარებში ლაპარაკობენ ფედერაციასა და პრემიერლიგის ინიციატორებს შორის არსებულ იმ მოსაგვარებელ საკითხებზე. მაგალითად, სახელმწიფოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაფინანსება ეკრძალება. ფედერაციაში აინტერესებთ, როგორ ჩაურიცხავენ პრემიერლიგას თანხას ბიუჯეტიდან, ასეთი სურვილი რომც იყოს? პრემიერლიგა ხომ, სავარაუდოდ, სწორედ შპს-ს ფორმით ჩამოყალიბდება.

"მიმაჩნია, რომ
ფეხბურთი კერძო სექტორში უფრო წარმატებულია. რაც მეტი კერძო კლუბი გვეყოლება, ინიციატივები კი ბიზნესიდან წამოვა, ეს სახელმწიფოსთვისაც უკეთესი იქნება და ჩვენი ფეხბურთისთვის; მაგრამ დაფინანსებას რაც შეეხება, გარდამავალ ეტაპზე ბევრი რამ არის შესაძლებელი. მაგრამ პრემიერლიგის იდეა რომ კარგია, ამაზე დიდი ხანია, სწორედ მე ვლაპარაკობ",
- გვითხა ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ.

კლუბებისგან მოწოდებული ინფორმაციით, ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია. მთავარია, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასა და პროფლიგის დამფუძნებლებს შორის დასრულდეს "ჭიდაობა" იმ თანხაზე, რაც სახელმწიფომ ფეხბურთს უნდა მოახმაროს.

ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენლის თქმით, ფედერაციამ სახელმწიფოსგან 2013 წლისთვის 7-8 მილიონი ლარი მოითხოვა - ასე ხდება ბოლო წლებში და ეს თანხა ნაკრები გუნდების შეკრებებს, თამაშებსა და ა.შ. ხმარდებოდა.

ამ დროს ამტკიცებენ, თითქოს ამ თანხიდან პრემიერლიგაზე მხოლოდ 500 ათასი ლარის გაცემას აპირებენ. კლუბებს ეს არ აწყობთ და ვარაუდობენ, რომ უმაღლესი ლიგის მცირე საპრიზო ფონდი დაბალ ადგილზე გასულ კლუბებს სტიმულს მოუსპობს.

მათ სურთ, რომ საპრიზო ფონდის ოდენობა 5 მილიონი ლარი მაინც იყოს, თითოეულ ადგილს ფასი რომ დაედოს; თანხა სამეულში მოხვედრილი კლუბების, თასის მფლობელისა და ფინალისტის გარდა, სხვებმაც რომ მიიღონ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბოლნისის "სიონი": პრემიერლიგის ჩამოყალიბებას მეტი დაფიქრება სჭირდება
პრემიერლიგის დაარსებამდე წასაკითხი: რა ჭრის საქართველოში - პროექტი თუ ავტორიტეტი?
პროფლიგის ჩამოყალიბებაზე საბოლოო შეთანხმება შედგა
მკითხველის კომენტარები / 1 /
რეზი ვაზელინი მაინ წაისვი
domenti :))))))))))))
23:35 21-11-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული