ქართველი ფეხბურთელები და მათი მეორე ნახევრები

AutoSharing Option
რატომ ირჩევენ ფეხბურთელები მეუღლეებად მოდელებს და რას საქმიანობენ ფეხბურთელების ცოლები?

"ambebi.ge" ქართველი ფეხბურთელების ცოლებს დაუკავშირდა.










1.თბილისის დინამოს ფეხბურთელის, გიორგი მერებაშვილის მეუღლე სოფო ფაილოძეა. სოფომ და გიორგიმ 2010 წლის 10 ივნისს იქორწინეს. მათ ერთი შვილი ჰყავთ - 1 წლის ნატაშკა.

Sportall.Geროგორც სოფო აცხადებს, მათი ურთიერთობა სოციალური ქსელებით დაიწყო.

"გიორგიმ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში მეგობრის სურათებში მნახა.

დაინტერესდა ჩემით და შემდეგ ერთმანეთი გავიცანით", - აცხადებს სოფო.

სოფო ფაილოძე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია, მაგრამ ამ დროისთვის უმუშევარია.

აცხადებს, რომ ახლა გიორგის კარიერა უფრო პრიორიტეტულია, თავად
კი მომავალში აუცილებლად აპირებს პროფესიით მუშაობას.

Sportall.Ge2. საქართველოს ნაკრების წევრი ალექსანდრე ამისულაშვილი ნინი ზარქუაზეა დაქორწინებული.

ერთმანეთი მეგობრების მეშვეობით გაიცნეს. მათ ორი შვილი - საბა და ანანო ჰყავთ.

ვინაიდან ალექსანდრე ახლა კრასნოდარში თამაშობს, ოჯახიც მასთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად.

ნინის მოდელობა იზიდავს. რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად იყო ამ სფეროში ჩართული.

პროფესიით დიპლომატია, თუმცა პროფესიით მუშაობაზე ჯერ არ ფიქრობს.

ნინი ზარქუას ჰობი ნახატების შეგროვებაა. "ნახატებს ვაგროვებ. უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს გალერეაში სიარული და ნახატების ყიდვა, ახალი მხატვრების გაცნობა", - განაცხადა ნინიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ რთულია ფეხბურთელის მეუღლეობა, თუმცა წლების შემდეგ უკვე შეეჩვია.

Sportall.Ge3. საქართველოს ნაკრების წევრის, ბუბა დაუშვილის მეუღლე მოდელი ეკო ჭუმბურიძეა.

ბუბა ახლა ლვოვის "კარპატიში" თამაშობს.

ერთმანეთი საერთო მეგობრების დახმარებით გაიცნეს.

როგორც ეკომ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, ფეხბურთელის მეუღლეობა საკმაოდ რთულია.

ბუბა ხშირად ენატრება.

4. ნუკრი რევიშვილის მეუღლე თიკო ჩხეიძეც მოდელია. Sportall.Ge

წყვილმა 2009 წლის ზაფხულში იქორწინა. ერთმანეთი ნუკრის მეგობრის ქორწილში გაიცნეს.


Sportall.Ge5. ლევან ყენიას მეუღლე წარმოშობით სერბია.

ენობრივი ბარიერის გამო კითხვები ცოლის შესახებ თავად ლევანს დავუსვით.

ლევან ყენიამ და სლავკა ყენიამ ერთმანეთი გერმანიაში გაიცნეს, 2012 წლის აპრილში კი შეუღლდნენ. ჯვრის დაწერას წყვილი მომავალ ზაფხულს, თბილისში აპირებს. მათ ერთი შვილი, ლიკა ჰყავთ.

სლავკა პროფესიით კოსმეტოლოგია, თუმცა ახლა არ მუშაობს. ლევანის თქმით, მისი მეუღლე ქალიშვილის მოვლითაა დაკავებული. აღმოჩნდა, რომ სლავკას ძალიან უყვარს ლიტერატურა.

Sportall.Ge6. მართალია, კახი კალაძე სპორტიდან პოლიტიკაში წავიდა, მაგრამ მისი სპორტული კარიერა დღემდე აქტუალურია.

არანაკლებ აქტუალურია მისი მეუღლის, ანუკი არეშიძის საქმიანობაც, რომელიც ბიჭოლა თეთრაძესთან ერთად დიზაინერულ ხაზს -"ANOUKI BICHOLLA"-ს უშვებს.

Sportall.Ge7. ტრადიცია არც ზურა ხიზანიშვილს დაურღვევია და ცოლად სალომე ღვინიაშვილი მოიყვანა.

სალომე და ქართული მოდა თითქმის სინონიმებია.

ბოლო პერიოდში ღვინიაშვილი ოჯახის მოვლით იყო დაკავებული, თუმცა მალევე "რუსთავი 2"-ზე შოუ ტოპ-გოგო გამოჩნდა, სადაც სალომე ახალგაზრდა მოდელებს წარმატების მიღწევაში დაეხმარა.






ქეთევან პატარქალიშვილი
მკითხველის კომენტარები / 8 /
რაც ქმრებიცა ყავთ ალხანები,ის ცოლებია ჩალხანები.თავისი თავისთვის კი ბატონო,თქვენ ისა თქვით ეროვნული ნაკრებისთვის რა აქვთ გაკეთებული;ისე ყველას არ ეხება რა თქმა უნდა.
misha
05:29 27-11-2012
0
რა გვეფეხბურთება ნეტა
გივი
06:02 27-11-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული