საუკეთესო 430 კლუბს შორის 7 ქართული გუნდი მოხვდა.
220. "ზესტაფონი" 5.833
232. "დინამო" 5.333
243. "მეტალურგი" 4.833
298-299. "დილა" 3.333
"ვიტ ჯორჯია" 3.333
343. "გაგრა" 2.333
354. "ტორპედო" 2.083
პირველი ათეული ასე გამოიყურება:
1. "ბარსელონა" 149.547
2. "ბაიერნი" 128.722
3. "მანჩესტერი" 128.364
4. "რეალი" 124.547
5. "ჩელსი" 118.364
6. "არსენალი" 110.364
7. "პორტუ" 102.066
8. "ვალენსია" 98.547
9. "ინტერი" 97.762
10. "ატლეტიკო" 96.547
ქვეყნების რეიტინგში საქართველო 31-ე ადგილზეა და 9.166 ქულა დააგროვა. ყველაზე
თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველომ წლევანდელ ევროსეზონში ყველაზე მცირე, 1500 ქულა დააგროვა: რეკორდული წინა სეზონი იყო - 2875 ქულა. წლევანდელზე მეტი კი 2009-10 (1.750) და 2010-11 (1.875) წლების სეზონებში მოვიპოვეთ.
საუკეთესო ათეულში კვლავ ესპანეთი ლიდერობს. ათეულში არ არის, მაგრამ საგრძნობ პროგრესს მიაღწია კვიპროსმა, რომელიც 26.333 ქულით მე-13 ადგილზე წამოსკუპდა.
პოზიციები დათმეს საბერძნეთმა (მე-11 ადგილი, 33.600 ქულა) და თურქეთმა (მე-12 ადგილი, 29.300 ქულა).
1. ესპანეთი 82.739
2. ინგლისი 76.820
3. გერმანია 73.614
4. იტალია 58.814
5. საფრანგეთი 56.166
6. პორტუგალია 55.334
7. უკრაინა 48.591
8. ჰოლანდია 44.157
9. რუსეთი 43.165
10. ბელგია 33.800
უეფას წევრ პოსტსაბჭოურ ქვეყნებში საქართველო მე-4 ადგილზეა. მნიშვნელოვნად დაწინაურდა უკრაინა, რომელმაც რუსეთთან უპირატესობა გაზარდა.
აღსანიშნავია, რომ ორი წლის წინ საქართველო 38-ე ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ ბოლო ორი წელია, ჩვენი კლუბები ევროპის ლიგის პლეი ოფამდე გადიან და მდგომარეობა ამის ხარჯზე გავიუმჯობესეთ.
არადა, რამხელა პლუსი შეიძლება დაგვეწეროს, რომელიმე ჩვენი გუნდი თუნდაც ევროპის ლიგაში რომ შევიდეს. ასე მაგალითად, აზერბაიჯანის პოზიცია ევროლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასულმა ბაქოს "ნეფთჩიმ" მნიშვნელოვნად გაამყარა და დღეს არსებულ მდგომარეობას თუ არ გამოვასწორებთ, მალე აზერბაიჯანი ჩვენც უკან ჩამოგვიტოვებს.
7. უკრაინა 48.591
9. რუსეთი 43.165
21. ბელორუსი 20.625
31. საქართველო 9.166
33. აზერბაიჯანი 8.291
35. მოლდოვა 7.666
37. ლიტვა 6.500
38. ყაზახეთი 5.958
39. ლატვია 5.791
49. ესტონეთი 2.208
50. სომხეთი 1.750
საქართველო მე-4 პოზიციაზეა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფშიც.
1. ესპანეთი 82.739
5. საფრანგეთი 56.166
21. ბელორუსი 20.625
31. საქართველო 9.166
32. ფინეთი 8.508
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"