პრემიერლიგა დაფუძნდა - რას უმალავენ კლუბების წარმომადგენლები მედიას?

AutoSharing Option
29 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზი საგანგებოდ მოამზადეს, მედია შეკრიბეს და ყველა კლუბის წარმომადგენლებს ელოდა - იმ ადამიანებს, რომლებმაც მცირე ხნის წინათ პრემიერლიგის დაფუძნების სურვილი გამოთქვეს.

მაგრამ კლუბების წარმომადგენლებს ჟურნალისტების დანახვა არ ესიამოვნათ და შეხვედრის დახურვა მოითხოვეს. ამისთვის სათადარიგო დარბაზი შესთავაზეს, რაც ასევე იუარეს და ბოლოს მინისტრის კაბინეტში დალაპარაკება გადაწყვიტეს.

თავის მხრივ, ჟურნალისტებსაც არ ესიამოვნათ კლუბების წარმომადგენელთა შეხვედრების გაუგებარი მიზეზით გასაიდუმლოება
და უაზრო ლოდინი.

თანაც, ეს პირველად არ ხდება და შეხვედრის დასრულებამდე ტერიტორიას მედიაც გაეცალა.

12-თა საბჭოსა და ლევან ყიფიანის შეხვედრას მხოლოდ "ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია არ ესწრებოდა, რომელმაც თბილისში ჩამოსვლა ფიზიკურად ვერ მოახერხა.

საერთოდ, პრემიერლიგის წარმატებული საქმიანობა მედიასთან ურთიერთობის ხარისხზეა დამოკიდებული და ამდენად, გაუგებარია, ასე რას უმალავენ პოტენციურ პარტნიორებს, ანუ მედიას? მაინც არაფერი იმალება.

ასე მაგალითად, ვიცით, რომ შეხვედრაზე, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა, იყო ლაპარაკი ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის შემუშავებაზე, რომლისთვისაც აუცილებელია სამუშაო ჯგუფის შექმნა.

პრემიერლიგა კი, რაც უნდა უცნაური იყოს, ერთი კვირის წინ 6 კლუბის შეთანხმების საფუძველზე დაფუძნდა. ჯერ მისი პრეზენტაცია არ შემდგარა და პრემიერლიგა არც მიმდინარე სეზონის ორგანიზატორი იქნება. მას რამდენიმე კლუბი უნდა შეუერთდეს, მაგალითად, ბათუმის "დინამო", რომელიც ორგანიზაციას ბათუმის საკრებულოს ნებართვის გარეშე ვერ წევრიანდება.

პროგრამის შესამუშავებლად მუშა ჯგუფები შეიქმნება და ახალი სეზონისთვის, როდესაც სპონსორების მოზიდვას იმედოვნებენ, აპირებენ ჩემპიონატის ორგანიზებას.

ამავე დროს, განიხილეს საკითხი, თუ რა ოდენობით შუეძლია სამინისტროს პრემიერლიგის ფინანსური დახმარება. თუმცა ეს მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე იქნება დამოკიდებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პრემიერლიგის დაარსებამდე წასაკითხი: რა ჭრის საქართველოში - პროექტი თუ ავტორიტეტი?
პროფლიგის ჩამოყალიბებაზე საბოლოო შეთანხმება შედგა
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბატონო ალიოშა, ღმერთმა დაგლოცოთ, რომ გული გწყდება ქართული ფეხბურთის წამყვან გუნდების საქმეებზე, თუმცა ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდის ''ერთ წლიანი გუნდად'' მოხსენიება რბილად, რომ ვთქვათ უხერხულია.
gizog
13:07 30-11-2012
0
ძალიან გული მწყდება, რომ ზესტაფონის საქმეები უკან მიდის, ასევე ძალიან დასუსტდა რუსთავი, გორი ხომ ერთ წლიანი გუნდია... ძალიან უჭირს ზუგდისაც...
aliosha
11:26 30-11-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული