გრიგორი სურკისი: იმედია, მთავრობა ფედერაციის საქმიანობაში არ ჩაერევა [VIDEO]

AutoSharing Option
უეფას ვიცე-პრეზიდენტის და კიევის "დინამოს" ყოფილი პრეზიდენტის, გრიგორი სურკისის ჩამოსვლამ თბილისში უხერხული მომენტის გარეშე არ ჩაიარა.

კერძოდ კი, სურკისს აეროპორტში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი რეზო არველაძე დახვდნენ.

გარდა ამისა, უეფას ვიცე-პრეზიდენტს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის ესკორტიც დახვდა. ფედერაციის მანქანაში მყოფი სურკისი შემდეგ კალაძის ავტომობილში გადაჯდა, რამაც გარკვეული უხერხული სიტუაცია გამოიწვია (იხილეთ ვიდეო).

აქვე გეტყვით, რომ კახა კალაძის კიევის "დინამოში" თამაშის დროს სურკისი კლუბის პრეზიდენტი იყო.

სურკისმა, ასევე, პირველი კომენტ
არიც გააკეთა.

"იმედს ვიტოვებ, რომ მთავრობა ფედერაციის საქმიანობაში არ ჩაერევა, ვინაიდან ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება ფიფა-სა და უეფა-ს წესდებას. იქნება ეს საქართველო, უკრაინა თუ ინგლისი, უეფა უფლებამოსილია, ამ ქვეყნების წინააღმდეგ სანქციები გაატაროს. იმედია, სიტუაცია ასე არ დაიძაბება და მთავრობა ფედერაციასთან საერთო ენას გამონახავს", - თქვა სურკისმა "რუსთავი 2"-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ უეფა-დან ქართული ფეხბურთის მმართველებს აცნობეს, რომ სურკისის ვიზიტის მიზანი ორი მიმართულებით ინსპექტირებაა.

თბილისში 2015 წელს უეფა-ს სუპერთასის მატჩი გაიმართება და უეფა-ს აღმასკომის წევრი მოსამზადებელი ეტაპების დაგეგმვასა და გარკვეულწილად, არსებული ვითარების შემოწმებასაც აპირებს.

ამასთან, უეფა-ს სურს დარწმუნდეს, რომ საქართველოს წინა მთავრობისგან გაცემული გარანტიები ახლაც ძალაშია.

ასევე იხილეთ:
კახა კალაძე: კარგი იქნება, თუ სფფ-ში პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება
მკითხველის კომენტარები / 1 /
is raც დგეს იკადრეს ამატგან კველაფერია მოსალოდნელი,ვინაც არ უნდა უტხრან ესენი არავის არაფრად აგდებენ.ეს რა გააკეტეს დგეს დზალიან აგსჰპოტებვული ვარ.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული