დე-ფაქტო აფხაზეთი ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს აყალიბებს

AutoSharing Option
დე-ფაქტო აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯემალ გუბაზმა ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების აღდგენის შესახებ განაცხადა.

გუნდის ძირითადი ბირთვი ადგილობრივი კლუბებიდან დაკომპლექტდება, თუმცა ნაკრებში თამაშის სურვილი სხვა ქვეყნებში მოთამაშე ფეხბურთელებსაც გამოუთქვამთ.

"საუბარი არაა მხოლოდ ცნობილ ფეხბურთელებზე, რომლებიც მრავალი წელია, სხვადასხვა რუსულ კლუბში თამაშობენ, როგორებიც არიან ძმები ბესლან და რუსლან ანჯინჯალები. მინდა გამოვყო ახალგაზრდა მცველი, მოსკოვის "ლოკომოტივის" ახალგაზრდული გუნდის კაპიტანი სანდრო ცვეიბა", - ავრცელებს გუბაზის სიტყვებს vestikavkaza.ru.

ეგ კი არა, დე-ფაქტო აფხაზეთს ახალგაზრდული ნაკრებიც ჰყოლია, რომელიც შეხვედრებს მართავს. გაისად ფედერაცია ჭაბუკთა ნაკრების ჩამოყალიბებასაც იმედოვნებს.

"მხოლოდ მომავალ თაობებზე ზრუნვის შემთხვევაში შეგვეძლება ხანგრძლივ პერ
სპექტივაში აფხაზური ფეხბურთის განვითარებაზე საუბარი", - აღნიშნა გუბაზმა, რომელმაც დასძინა, რომ დე-ფაქტო აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს მუშაობას უეფასა და ფიფასთან, რათა ამ ორგანიზაციებისგან არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე საერთაშორისო ამხანაგური მატჩების ჩატარების უფლება მიიღოს.

ასევე იხილეთ:

დე-ფაქტო ყარაბაღისა და აფხაზეთის ნაკრებებმა მატჩი გამართეს [VIDEO]
აფხაზეთისა და მთიანი ყარაბახის საფეხბურთო ნაკრებებმა სოხუმში მატჩი გამართეს
ფეხბურთი და პოლიტიკა: რას ვთავაზობთ აფხაზებსა და ოსებს?
რუსების პოზიცია: საეჭვოა, აფხაზებს ფიფასთან გარიგებაში დავეხმაროთ
საქართველომ ფიფას შეახსენა - აფხაზეთი კოსოვო არაა!
ფიფამ კოსოვო აღიარა. რა იქნება აფხაზეთ-სამაჩაბლოს შემთხვევაში?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული