ქუთაისის "ტორ­პე­დომ" ფეხ­ბურ­თის გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა წა­რად­გი­ნა

AutoSharing Option
სა­ქარ­თ­ვე­ლოს სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის საქ­მე­თა მი­ნისტრ ლე­ვან ყი­ფი­ან­თან გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ რუს­თა­ვის "მე­ტა­ლურ­გის" ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტ­მა ირაკ­ლი ქავ­თა­რა­ძემ სა­ინ­ტე­რე­სო გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა - მი­ნის­ტ­რ­თან პრე­მი­ერ­ლი­გა­ზე გვსურ­და და­ლა­პა­რა­კე­ბა, ქუ­თა­ი­სის "ტორ­პე­დოს" კი ფეხ­ბურ­თის გან­ვი­თა­რე­ბის ძა­ლი­ან კარ­გი პროგ­რა­მა და წი­ნა­და­დე­ბე­ბი უნ­და წარ­მო­ედ­გი­ნაო.

ცხა­დია, მოკ­ლე კო­მენ­ტარ­ში თა­ვად პროგ­რა­მა­ზე არა­ფე­რი თქმუ­ლა, მაგ­რამ "ლე­ლოს" მკითხ­ველს შე­საძ­ლოა ახ­სოვ­დეს: ერ­თი თვის წინ "ვი­სოლ პეტ­რო­ლი­უმ ჯორ­ჯი­ას" დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს თავ­მჯ­დო­მა­რის მო­ად­გი­ლემ, ქუ­თა­ი­სის "ტორ­პე­დოს" პრე­ზი­დენ­ტ­მა ლე­ვან ფხა­კა­ძემ გაგ­ვიმ­ხი­ლა მო­საზ­რე­ბა, რო­გორ წარ­მო­უდ­გე­ნია ფეხ­ბურ­თ­ში ბიზ­ნე­სის მო­ზიდ­ვა.

"და­ახ­ლო­ე­ბით ვი­ცით, რა თან­ხა ხმარ­დე­ბა რა­ი­ო­ნებ­ში კლუ­ბებს და ამ რა­ო­დე­ნო­ბის
ფარ­გ­ლებ­ში ბიზ­ნე­სი რომ წა­ხა­ლის­დეს, კლუ­ბებს პატ­რო­ნი გა­მო­უჩ­ნ­დე­ბათ
.

სა­ხელ­მ­წი­ფო ფეხ­ბურ­თ­ში ფულს მა­ინც აბან­დებს, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ი­ხარ­ჯოს და ბევ­რი კერ­ძო კომ­პა­ნია მო­ვი­ზი­დოთ, რად­გან კერ­ძო კლუ­ბე­ბის სიმ­რავ­ლე ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის სი­ჯან­სა­ღეს გა­ნა­პი­რო­ბებს.

ეროვ­ნულ ჩემ­პი­ო­ნატს დახ­მა­რე­ბა, წა­ხა­ლი­სე­ბა სჭირ­დე­ბა, რად­გან ბი­უ­ჯეტ­ში საკ­მა­ოდ დი­დი გა­და­სა­ხა­დის შე­ტა­ნა, ხალ­ხის გა­და­საქ­მე­ბა და ქვეყ­ნის იმი­ჯის გაზ­რ­და შე­უძ­ლია... სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბით ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თით სხვა ბიზ­ნეს­მე­ნებს და­ვა­ინ­ტე­რე­სებთ.

კონ­კ­რე­ტუ­ლად, ვგუ­ლის­ხ­მობ:
1 - თუნ­დაც სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბით, ფეხ­ბურ­თი უფ­რო მიმ­ზიდ­ვე­ლი გახ­დე­ბა;
2 - სპორ­ტ­ში და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხის გა­დახ­და წმინ­და მო­გე­ბი­დან არ უნ­და ხდე­ბო­დეს - არა­და, მათ ხარ­ჯებ­შიც ვერ ვა­ტა­რებთ; წა­ხა­ლი­სე­ბის სხვა ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბაც შე­იძ­ლე­ბა",
- თქვა ფხა­კა­ძემ.

ჩვენ მო­ვი­პო­ვეთ წე­რი­ლი, რომ­ლი­თაც ქუ­თა­ი­სის "ტორ­პე­დომ" კლუ­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს მი­მარ­თა. რად­გან ფეხ­ბურ­თის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი მოთხოვ­ნე­ბია ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, მი­სი პუნ­ქ­ტე­ბად გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა გა­დავ­წყ­ვი­ტეთ.

მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან მძი­მეა
"კარ­გად მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რამ­დე­ნად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ამ­ჟა­მად ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თი.

ერთ დროს სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მსოფ­ლი­ო­ში ღირ­სე­უ­ლად წა­რად­გენ­და; დღეს კი გა­და­მე­ტე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა, თუ ვიტყ­ვით, რომ უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­მარ­ცხ­ვი­ნოც კი არის ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი­სა თუ ქარ­თუ­ლი კლუ­ბე­ბის ას­პა­რე­ზო­ბა სხვა­დას­ხ­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ღო­ნის­ძი­ე­ბაზე.

სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლებ­სა თუ აკა­დე­მი­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა დიდ სირ­თუ­ლეს ქმნის ბავ­შ­ვ­თა ფეხ­ბურ­თის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის.

სამ­წუ­ხა­როა, რომ, პრაქ­ტი­კუ­ლად, ვერ ვი­ყე­ნებთ ქარ­თ­ვე­ლი ერის უზარ­მა­ზარ სა­ფეხ­ბურ­თო პო­ტენ­ცი­ალს იმის გა­მო, რომ მო­მა­ვალ თა­ო­ბებს ელე­მენ­ტა­რულ სა­ვარ­ჯი­შო პი­რო­ბებ­საც ვერ ვუქ­მ­ნით. ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, იძუ­ლე­ბუ­ლნი ვხდე­ბით, სხვა­დას­ხ­ვა არ­ც­თუ დი­დი ის­ტო­რი­ის სა­ფეხ­ბურ­თო ქვეყ­ნე­ბი­დან მო­ვიწ­ვი­ოთ სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბა­ლი კლა­სის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი.

კარ­გად გვეს­მის, რომ ბავ­შ­ვ­თა ფეხ­ბურ­თის სწო­რად გან­ვი­თა­რე­ბის გა­რე­შე ვე­რა­ნა­ი­რად მი­ვაღ­წევთ იმ წარ­მა­ტე­ბებს, რო­მე­ლიც ქარ­თ­ველ გულ­შე­მატ­კი­ვარს ასე მო­ე­ნატ­რა.

მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის კუთხი­თაც. კერ­ძო მე­სა­კუთ­რის მფლო­ბე­ლო­ბა­ში მას­ში მო­ნა­წი­ლე კლუ­ბე­ბის მხო­ლოდ ნა­ხე­ვა­რი თუ არის. სამ­წუ­ხა­როდ, ასეთ შემ­თხ­ვე­ვებ­შიც ვერ და­ვიტ­რა­ბა­ხებთ მა­თი მყა­რი ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით.

და­ნარ­ჩე­ნი კლუ­ბე­ბი მწირ და­ფი­ნან­სე­ბას იღე­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვი გამ­გე­ო­ბე­ბის, სხვა სა­ხელ­მ­წი­ფო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­გან და ძა­ლი­ან ხში­რად გა­ურ­კ­ვე­ვე­ლია, შე­ძ­ლებს თუ არა ესა თუ ის კლუ­ბი ჩემ­პი­ო­ნა­ტის დას­რუ­ლე­ბამ­დე ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბას.

რა­ტომ ჩა­ვარ­და პრე­მი­ე­რის წი­ნა­და­დე­ბა?
სამ­წუ­ხა­როდ, 2010 წელს კლუ­ბე­ბის პრი­ვა­ტი­ზე­ბის შე­სა­ხებ იმ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტ­რის ინი­ცი­ა­ტი­ვას კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან გა­მოხ­მა­უ­რე­ბა თით­ქ­მის არ მოჰ­ყო­ლია.

თუმ­ცა ბიზ­ნე­სის პა­სი­უ­რო­ბა ად­ვი­ლი გა­სა­გე­ბია. ბიზ­ნეს­მე­ნი აკე­თებს უმარ­ტი­ვეს კალ­კუ­ლა­ცი­ას და ხე­დავს, რომ კლუ­ბის შე­მო­სა­ვა­ლი ნუ­ლის ტო­ლია, ხო­ლო ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, კლუ­ბის შე­სა­ნა­ხად გა­სა­წე­ვი მი­ნი­მა­ლუ­რი ხარ­ჯე­ბი, სულ მცი­რე, 3 მი­ლი­ონ ლარს მა­ინც აღ­წევს.

ამავ­დ­რო­უ­ლად, ვერ ხერ­ხ­დე­ბა კომ­პა­ნი­ის იმი­ჯის ამაღ­ლე­ბა იმის გა­მო, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტი სარ­გებ­ლობს საკ­მა­ოდ და­ბა­ლი რე­პუ­ტა­ცი­ით და სა­ზო­გა­დო­ე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი ქარ­თუ­ლი კლუ­ბე­ბის მი­მართ ნი­ჰი­ლის­ტუ­რად არის გან­წყო­ბი­ლი.

ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში, რა თქმა უნ­და, რთუ­ლია კლუ­ბის შე­ძე­ნა­ზე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა.

ნე­ბის­მი­ე­რი უცხო­უ­რი კლუ­ბის შე­მო­სა­ვა­ლი სამ თით­ქ­მის თა­ნა­ბარ ნა­წი­ლად იყო­ფა. თი­თო­ე­ულ მათ­განს შე­ვე­ხე­ბით და ასე­ვე გან­ვ­მარ­ტავთ, თუ რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია ქარ­თ­ვე­ლი კლუ­ბე­ბი­სათ­ვის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი­დან შე­მო­სავ­ლე­ბის მი­ღე­ბა:

1. თა­მა­შის დღეს მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი (ბი­ლე­თე­ბის, აქ­სე­სუ­ა­რე­ბის, მა­ი­სუ­რე­ბის გა­ყიდ­ვი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი).
კარ­გად მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ გულ­შე­მატ­კი­ვარს ეროვ­ნულ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გუ­ლი აქვს აც­რუ­ე­ბუ­ლი. რბი­ლად რომ ვთქვათ, თა­მა­შებ­ზე დას­წ­რე­ბა არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია.

თუმ­ცა სტა­დი­ო­ნე­ბი ყვე­ლა თა­მაშ­ზეც რომ ივ­სე­ბო­დეს გულ­შე­მატ­კი­ვა­რით, ბი­ლე­თის მი­ზე­რუ­ლი ფა­სი (2 ლა­რი) იმის სა­შუ­ა­ლე­ბას არ იძ­ლე­ვა, რომ კლუბ­მა თა­მა­შის ორ­გა­ნი­ზე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ხარ­ჯე­ბი და­ფა­როს.

ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში უმ­ნიშ­ვ­ნე­ლოა აქ­სე­სუ­ა­რე­ბი­სა თუ მა­ი­სუ­რე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­დან მი­ღე­ბუ­ლი თან­ხე­ბიც.

2. ტე­ლეტ­რან­ს­ლა­ცი­ე­ბი­დან მი­ღე­ბული შე­მო­სავ­ლე­ბი.
გვინ­და აღვნიშ­ნოთ, რომ ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის თა­მა­შე­ბის და­ბა­ლი რე­ი­ტინ­გის გა­მო, არც ერთ ტე­ლე­ვი­ზი­ას არ აქვს სურ­ვი­ლი, თუნ­დაც 1 თეთ­რი გა­და­ი­ხა­დოს თა­მა­შის ჩვე­ნე­ბის უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა­ში.

3. სპონ­სო­რე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი თან­ხე­ბი.
ანა­ლო­გი­უ­რი რამ შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას სპო­ნსო­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მა­თი პა­სი­უ­რო­ბა გა­მომ­დი­ნა­რე­ობს ეროვ­ნუ­ლი ჩე­მი­ო­ნა­ტის ძა­ლი­ან და­ბა­ლი დო­ნი­სა და ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის შერ­ყე­უ­ლი რე­პუ­ტა­ცი­ი­დან.

ვფიქ­რობთ, რომ სწო­რი და დრო­უ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი მოგ­ვ­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თი არ­სე­ბუ­ლი მძი­მე ვი­თა­რე­ბი­დან გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ.

ალ­ბათ დაგ­ვე­თან­ხ­მე­ბით, რომ კლუ­ბე­ბი აუცი­ლებ­ლად უნ­და იყოს კერ­ძო მფლო­ბე­ლე­ბის ხელ­ში, მაგ­რამ რო­გორ უნ­და და­ვა­ინ­ტე­რე­სოთ ბიზ­ნე­სი?

ხში­რად გვეს­მო­და სა­უ­ბა­რი სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თე­ბის შე­სა­ხებ იმ კომ­პა­ნი­ე­ბის მი­მართ, ვინც ინ­ვეს­ტი­ცი­ებს ქარ­თული ფეხ­ბურ­თის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის ახორ­ცი­ე­ლებს. კომ­პა­ნი­ებს დღემ­დე არა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბა ან შე­ღა­ვა­თი არ მი­უ­ღი­ათ და ბევ­რი მათ­გა­ნი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ესა თუ ის კლუ­ბი მი­ე­ტო­ვე­ბი­ნა. ამან კი­დევ უფ­რო და­ამ­ძი­მა ისე­დაც რთუ­ლი ვი­თა­რე­ბა.

შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი მო­დე­ლი
ჩვენ გვსურს შე­მოგ­თა­ვა­ზოთ შემ­დე­გი მო­დე­ლი:

1. კომ­პა­ნი­ებს, რო­მელ­თა სა­კუთ­რე­ბა­ში უმაღ­ლე­სი ლი­გის სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბი იმ­ყო­ფე­ბა, მი­ე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა, მათ მი­ერ კლუ­ბის შე­ნახ­ვა­ზე გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბი­დან 2.5 მლნ ლა­რი ჩა­ეთ­ვა­ლოთ მო­გე­ბის გა­და­სა­ხად­ში გა­დახ­დი­ლად და ამავ­დ­რო­უ­ლად, ეს თან­ხა არ უნ­და აღე­მა­ტე­ბო­დეს მა­თი მო­გე­ბის გა­და­სა­ხა­დის 50%-ს.

ანუ, თუ კლუ­ბის გან­ვი­თა­რე­ბას სჭირ­დე­ბა 5 მლნ ლა­რი, აქე­დან 2,5 მლნ ლა­რის ოდე­ნო­ბით კომ­პა­ნი­ას ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ისარ­გებ­ლოს შე­ღა­ვა­თით და მი­სი­ვე მო­გე­ბის გა­და­სა­ხა­დი­დან 2.5 მლნ ლა­რის ოდე­ნო­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს აუცი­ლე­ბე­ლი ინ­ვეს­ტი­ცია კლუ­ბის შე­ნახ­ვი­სათ­ვის, ხო­ლო დარ­ჩე­ნი­ლი 2.5 მლნ კი და­ხარ­ჯოს თა­ვი­სი სა­კუ­თა­რი სახ­ს­რე­ბი­დან.

ამავ­დ­რო­უ­ლად, ამ სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თით გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხა კომ­პა­ნი­ამ უნ­და და­ხარ­ჯოს მხო­ლოდ კლუ­ბის შე­ნახ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ხარ­ჯებ­ზე: ხელ­ფა­სებ­ზე, მივ­ლი­ნე­ბებ­ზე, კო­მუ­ნა­ლურ გა­და­სა­ხა­დებ­ზე, შეკ­რე­ბებ­ზე, ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბა­ზე და არა ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რულ პრო­ექ­ტებ­ზე.

ყო­ველ­წ­ლი­უ­რად სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ შერ­ჩე­უ­ლი აუდი­ტის მი­ერ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ხარ­ჯე­ბის და არა უმე­ტეს 2.5 მლნ ლა­რი­სა გა­მოქ­ვით­ვა მოხ­დე­ბა კომ­პა­ნი­ე­ბის მო­გე­ბის გა­და­სა­ხა­დი­დან.

პა­რა­ლე­ლუ­რად, კლუ­ბე­ბი უნ­და და­ვა­ვალ­დე­ბუ­ლოთ, რომ სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იქ­მ­ნას სულ მცი­რე, 300 ბავ­შ­ვ­ზე გათ­ვ­ლი­ლი ბავ­შ­ვ­თა სა­ფეხ­ბურ­თო აკა­დე­მი­ე­ბი. მი­სი სტან­დარ­ტე­ბი მკაც­რად უნ­და გან­ისაზღ­ვ­როს სპორ­ტის და ახალ­გაზ­რ­დო­ბის საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რო­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის მი­ერ.

ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­დე­გად სა­ხელ­მ­წი­ფო ბი­უ­ჯე­ტი მი­ი­ღებს 30 მლნ ლა­რით ნაკ­ლებს ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, მაგ­რამ ამავ­რო­უ­ლად, და­ზო­გავს იმ უზარ­მა­ზარ თან­ხას, რო­მე­ლიც იხარ­ჯე­ბა გამ­გე­ო­ბე­ბის თუ სხვა­დას­ხ­ვა სა­ხელ­მ­წი­ფო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ კლუ­ბე­ბის შენა­ხ­ვა­ზე.

რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ქარ­თულ ბიზ­ნესს ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით და­ვა­ინ­ტე­რე­სებთ.

შე­დე­გად მი­ვი­ღებთ ძლი­ერ ეროვ­ნულ ჩემ­პი­ო­ნატს, ჯან­საღ და სტა­ბი­ლურ ქარ­თულ კლუ­ბებს და მივ­ცემთ მო­მა­ვალ თა­ო­ბას იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მი­ი­ღონ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი წვრთნა და გა­ი­მე­ო­რონ დი­დი ქარ­თ­ვე­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბის მიღ­წე­ვე­ბი.

ეს ყვე­ლა­ფე­რი ბუ­ნებ­რი­ვად გა­აძ­ლი­ე­რებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ ნაკ­რებს და მა­თი წარ­მა­ტე­ბა გარ­და­უ­ვა­ლი იქ­ნე­ბა. ამ ღო­ნის­ძი­ე­ბას შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს დრო­ე­ბი­თი ხა­სი­ა­თი. შე­გიძ­ლი­ათ შეგ­ვ­ზღუ­დოთ 5 წლით.

იმედს ვი­ქო­ნი­ებთ, რომ ამ პე­რი­ოდ­ში გან­ვი­თარ­დე­ბა ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თი და ამაღ­ლ­დე­ბა ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის დო­ნე, რაც, ერ­თი მხრივ, გაზ­რ­დის მის პო­პუ­ლა­რო­ბას, გულ­შე­მატ­კი­ვარს და­უბ­რუ­ნებს სტა­დი­ო­ნებს, გაჩ­ნ­დე­ბა უამ­რა­ვი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რი, ვი­საც ქარ­თულ ფეხ­ბურ­თში ინ­ვეს­ტი­რე­ბის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნ­დე­ბა, კლუ­ბებს კი მი­ე­ცე­მათ სა­შუ­ა­ლე­ბა, ყო­ველ­გ­ვა­რი სუბ­სი­დი­რე­ბი­სა თუ შე­ღა­ვა­თე­ბის გა­რე­შე უზ­რუნ­ველ­ყონ სა­კუ­თა­რი ზრდა და გან­ვი­თა­რე­ბა. იმე­დი გვაქვს თქვე­ნი გუ­ლის­ხ­მი­ე­რე­ბი­სა და თა­ნად­გო­მის".

* * *
ეს არის პირ­ვე­ლი კონ­კ­რე­ტუ­ლი წი­ნა­და­დე­ბა, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით იმის მსგავ­სია, რაც სუს­ხი­ან და არა­სა­ფეხ­ბურ­თო ნორ­ვე­გი­ა­ში წლე­ბის წინ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. შე­დე­გად, ბიზ­ნე­სი არა­თუ და­ინ­ტე­რეს­და ფეხ­ბურ­თით, არა­მედ ნორ­ვე­გი­უ­ლი კლუ­ბე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ონ­თა და ევ­რო­პის (მა­ნამ­დე უეფას თა­სის) ლი­გე­ბი­ს ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის ხში­რი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გახ­დ­ნენ.

სა­ქარ­თ­ვე­ლო ნორ­ვე­გია არ არის და მით უფ­რო სა­სურ­ვე­ლია ისე­დაც მწი­რი ბიზ­ნეს-რე­სურ­სის და­ინ­ტე­რე­სე­ბა. ამით ორი კურ­დღ­ლის და­ჭე­რა არის შე­საძ­ლე­ბე­ლი - ფეხ­ბურ­თი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის­თ­ვის შე­მო­სავ­ლიან დარ­გად შე­იძ­ლე­ბა რომ იქ­ცეს და რაც მთა­ვა­რია, ხალხს სი­ხა­რუ­ლი და­უბ­რუნ­დე­ბა.

ასევე იხილეთ:
ირაკლი ქავთარაძე: პრემიერლიგა ერთ კვირის წინ დაფუძნდა
ლევან ფხაკაძე: ფეხბურთში ბიზნესს ასე თუ მოვიზიდავთ
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/skhvadaskhva/42447-irakli-qavtharadze-premierliga-erth-kviris-tsin-dafudznda.html
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან კარგი ინიციატივაა, თუმცა დასახვეწი ნამდვილად არის, რაგაც უნდა შევცვალოთ თორემ ისეთი გულმხურვალე გულშემატკივარი, როგორიც ზესტაპონის მეპატრონე კოკაია არის ისიც მიატოვებს კლუბს.
ALEQSANDRE
29 მარტი 2013 16:03
0
საინტერესო ინიციატივაა... მაგრამ ეს იმას გავს მომაკვდავს ასპირინს ასმევდე... ყველაზე დიდი პრობლემა არის თვითონ ფეხბურთისადმი მმართველობით მიდგომაში - ანუ ფეხბურთის მენეჯმენტში.
პირველ რიგში უნდა მოისპოს ყველანაირი გარიგებული თამაში, მსაჯის მოსყიდვა, გადაბირება, ზეწოლა, შეურაცყოფა, დაშინება დ.ა.შ. ხშირ შემთხვევებში მიკერძოებული მსაჯობა აფუჭებს თამაშს და ფეხბურთელებს თამაშის ხალისს უკარგავს. ეს რომ იყოს მხოლოდ არა უშავს... ქართული ფეხბურთი დაავადებულია გარიგებებით! და ამის საშველად უნდა გატარდეს დაუყოვნებელი ქმედითი ღონისძიებები:
1. გფფ-ში ახალი კადრები
2. კანონმდებლობის გაცილებით გამკაცრება. მსაჯის და სტუმარი გუნდის წევრებისათვის შეურაცხყოფის მიყენების დასჯა. მოსყიდვის დასჯა სამაგლითოთ, ჩემპიონატიდან მოხსნის ჩათვლით
3. სტადიონების ლიცენზიების გამკაცრება (ხშირ შემთხვევაში არკონდიციური სტადიონები)

ამ და სხვა უფრო პატარა პრობლემების მოგვარების შემდეგ შეიძლება მხოლოდ ჯანმრთელ ორგანიზმში უკვე ინვესტიციების ჩადებაც... რადგან არსებულ ფეხბურთში ფულის ჩადება ნიშნავს მომაკვდავი კაცი გაუშვა მინდორზე... ჯერ უნდა მოარჩინო, მერე დაეხმარო და შემდეგ მოსთხოვო...
მეტალურგი
06 დეკემბერი 2012 15:20
0
ბოლომდე გასაგები არ არის. მაგალითად ხომ შიძლება კლუბს ორი მეპატრონე ყავდეს, სხვადასხვა წილებით.
მეორე თუ ესეთ კანონს მივიღებთ, ის უნდა შეეხოს კალათბურთს, რაგბს, ხელბურთს, მძლეოსნობას და ა.შ.
ამ შემთხვევაში წელიწადში უკვე 30
ioska
06 დეკემბერი 2012 14:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული