2011 წლის აგვისტოს მიწურულს ლისაბონის "ბენფიკას" დუბლშემადგენლობის ვიცე-კაპიტანმა ბაქარ მირცხულავამ ქუთაისის "ტორპედოსთან" კონტრაქტი ოფციონის სისტემით (2+3) გააფორმა. მაგრამ ქუთაისური საფეხბურთო სკოლის აღზრდილმა, 20 წლის ცენტრალურმა მცველმა კლუბი წლეულს ზაფხულს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დატოვა და მას შემდეგ უგუნდოდ არის.
19 წლის შინდაგორიძემ "ორჰუსთან" კონტრაქტი 2011 წლის დასაწყისში გააფორმა. შინდაგორიძე დანიურ კლუშბში თანატოლ დავით სხირტლაძესთან და გიორგი დიასამიძესთან ერთად მივიდა, მაგრამ
ლაშა წლეულს ზაფხულს "ზესტაფონში" ჩაირიცხა. თუმცა ნახევარი სეზონიც არ იყო გასული, იქიდანაც წამოვიდა და ახლა "დინამო-2"-ში ვარჯიშობს.
ეს ნიჭიერი თავდამსხმელი თავის დროზე გიორგი დევდარიანის გაწვრთნილი საქართველოს ცხრამეტწლამდელთა ნაკრების წევრი და "ნორჩი დინამოსა" და "სასკოს" გაზრდილი გახლავთ.
თუმცა, "დინამოსთან" მათ კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებიათ და დარჩებიან თუ არა, უახლოეს მომავალში გადაწყდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"