გიორგი დემეტრაძე: სააკაშვილს ციხეში ადგილი გამზადებული აქვს - "საქათმეში"

AutoSharing Option
უკრაინული პროგრამა "პროფუტბოლის" ჟურნალისტები საქართველოს სტუმრობდნენ. მათ საპატიმროში მყოფი საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძეც მოიკითხეს, რომელსაც სხვადასხვა დროს უკრაინის კლუბებში: კიევის "დინამოსა" და"არსენალში", ასევე, დონეცკის "მეტალურგში" უთამაშია.

გიორგისთან ინტერვიუ უკრაინულმა საიტმა Football.ua-მ გამოაქვეყნა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:

გიორგი დემეტრაძე: ციხემ კიდევ უფრო გამომაწრთო
საქართველოში ლეგენდარულ ფეხბურთელთან, კახი კალაძესთან შესახვედრად ჩავედით, რომელიც ერთი თვის წინ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნა.

თბილისში ამბობენ, რომ კიევის "დინამოსა" და "მილანის" ექსფეხბურთელმა პოლიტიკაში წასვლა მეგობრის, გიორგი დემეტრაძის დაპატიმრების გამო გადაწყვიტაო.

ეს ფეხბურთელი უკვე მესამე წელია, ციხეშია.
ჩვენ შევძელით პატიმრობაში მყოფ გიორგისთან ინტერვიუს "სკაიპით" ჩაწერა, რომელიც ქართულ ციხეებში სიახლეა.

Sportall.Geქართველმა ფეხბურთელმა დაკავების მიზეზებზე, ოთხ კედელში ცხოვრებაზე, ძველ და ახალ ხელისუფლებაზე საკუთარ შეხედულებებსა და კიდევ იმაზე გვიამბო, თუ რატომ არ არიგებს ციხეში ავტოგრაფებს.

- მაინც რატომ ჩაგსვეს ციხეში?
- მიზეზს აქამდე ვერ მივმხვდარვარ. ოფიციალურად 223-ე მუხლით, ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის გამასამართლეს. თუმცა, ყველამ კარგად იცის, რომ ჩემი დასჯით სხვების დაშინება სურდათ.

ხელისუფლების ასეთი რეაქცია სხვების წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე ჩემმა უარმა განაპირობა, რომლებიც უდანაშაულონი იყვნენ. მე ამაზე უარი ვთქვი და აღმოვჩნდი კიდეც საპატიმროში გამოგონილი ბრალდებით.

- პატიმრობამ შინაგანად რამდენად შეგცვალათ? ახლა სხვა ადამიანი ხართ?
- ისეთადვე დავრჩი, როგორიც ვიყავი. ძალიან მტკიცე ხასიათი მაქვს. ადრე ვამბობდი, ცხოვრებაში ყველაფერი ვნახე, ციხის გარდა-მეთქი. აი, ახლა ესეც გამოვცადე. ციხემ კიდევ უფრო გამომაწრთო.

- პატიმრობაში თქვენი ცხოვრება როგორ მიდის?
- თავიდან ძალიან ჭირდა. მე არავინ მცემდა, მაგრამ სასტიკად კი მექცეოდნენ. კარცერში არაერთხელ აღმოვჩნდი. იგონებდნენ ათასგვარ მიზეზს, რათა ერთკაციან კამერაში გადავეყვანე. ხან ჩხუბში მონაწილეობას მწამებდნენ, ხან ხმაურს, თუმცა ციხეში არასდროს მიჩხუბია.

Sportall.Geჩემი ფსიქოლოგიურად გატეხვა სურდათ და ამისთვის მკაცრი რეჟიმის დახურულ კოლონიაში გადაყვანა დამიპირეს. იქ სასჯელს იხდიან ადამიანები, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა ან 25 წელი და მეტი აქვთ მისჯილი - რეციდივისტები...

ეს ჩემთვის პატიმრობაში გატარებული ყველაზე მძიმე პერიოდი იყო. 28 დღის განმავლობაში არ მაძლევდნენ არც ბარათს, რომლითაც შემეძლო საკვები ან პირადი მოხმარების ნივთები მეყიდა.

მაძლევდნენ მხოლოდ პურსა და წყალს. არ მქონდა კბილის პასტა და მატრასიც კი. არ მიშვებდნენ გასეირნებაზე. მხოლოდ მაშინ დაწყნარდნენ, როდესაც დარწმუნდნენ, რომ ფსიქოლოგიურად ვერ გამტეხავდნენ.

- ციხეში გცნობდნენ?
- დიახ, მსჯავრდებულებიცა და ციხის უფროსიც, თუმცა რაიმე შეღავათი ამის გამო არ ყოფილა. ავტოგრაფებს არავინ მთხოვდა, აქ ასეთი რამ მიღებული არაა.

- პატიმრები ფეხბურთს თამაშობენ?
- მუდმივად. აქ ბევრია ფეხბურთის მოყვარული და ტურნირებსაც ვატარებდით. ჩემი გუნდი იმარჯვებდა, დემეტრაძე კი საუკეთესო ბომბარდირი ხდებოდა. ერთხელ მსჯავრდებულების გუნდმა მატჩი პროფესიონალ ფეხბურთელებთანაც გავმართეთ და 8:7 მოვუგეთ.

- ახლა რამდენს იწონით?
- სანამ დამაკავებდნენ, 74 კგ ვიყავი, ახლა 64 კგ. ფრანგული წონა მაქვს. ფორმას ვინარჩუნებ. გვაქვს ტრენაჟორები, უკვე 70 კგ-იან შტანგას ვეწევი. მართალია, გავხდი, მაგრამ ძალა მომემატა.

- ციხეში მეგობრები შეიძინეთ?
- რა თქმა უნდა. აქ ბევრია პატიოსანი, წესიერი, კარგი ადამიანი. არიან პროფესორებიც და აკადემიკოსებიც. ბევრი მათგანი ციხეში წინა პოლიტიკური რეჟიმის გამო აღმოჩნდა.

მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებაში მსჯავრდებულთა პროცენტით, საქართველო მსოფლიოს ლიდერ ქვეყნებს შორისაა.

თუკი ათი წლის წინ ქვეყანაში რამდენიმე ათასი პატიმარი იყო, ამჟამად მათი რიცხვი 30 ათასამდეა.

- როდის გათავისუფლდებით?
- 2012 წლის დეკემბერში ახალი პარლამენტი დიდ ამნისტიას გამოაცხადებს და ის მეც შემეხება. ასე რომ, ახალ წელს შინ უნდა შევხვდე.

Sportall.Geპირველ რიგში, ყველა ჩემი ნათესავის მონახულებას ვაპირებ.

კერძებიდან ყველაზე მეტად მწვადი და ღვინო მინდა დავაგემოვნო. თუმცა, პატიმრობის შემდეგ კვებას კონტროლი სჭირდება და თავშეუკავებლობამ შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს.

გლობალური გეგგმები ჯერ არ მაქვს. უკვე 36 წლის ვარ და პატიმრობაში გატარებული სამი წლის შემდეგ მაღალ დონეზე ფეხბურთის თამაშს ვეღარ შევძლებ. ისე კი, შესაძლოა, ამ თამაშში სხვა ამპლუა შევითავსო.

- თქვენი მეგობარი, კახა კალაძე, ახალი ხელისუფლების წევრია. ის ახლა ენერგეტიკის მინისტრია. საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე როგორი რეაქცია გქონდათ?
- კახა ძალიან ნიჭიერი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, ის საქართველოს სიკეთეს მოუტანს. ვუსურვებ მას, რომ ქვეყანაში ყოველთვის ყოფილიყოს სინათლე.

რაც შეეხება ხელისუფლებაში ცვლილებებს, ეს ძალიან კარგია. მოვიდა ჭკვიანი, პატიოსანი და კეთილშობილი ხალხი. რაც მთავარია, საქართველოში არავის აღარაფრის ეშინია.

უწინ ყველა დაშინებული იყო, ყველას ციხეში სვამდნენ. მალე საპატიმროში ალბათ თავად სააკაშვილს ჩასვამენ. აქ მას ძალიან ელიან. ადგილიც კი აქვთ მისთვის შენახული - "საქათმეში".

- ახალ ხელისუფლებაში მოსვლაზე თავად არ ფიქრობთ?
- ჯერ არ ვიცი. ალბათ უფრო არა, თუმცა მე მჯერა ახალი ხელისუფლების და იმის, რომ მართლა ააყვავებს ქვეყანას. სააკაშვილმა მსოფლიოს ილუზია შეუქმნა საქართველოს განვითარებაზე, სინამდვილეში კი შიგნით ყველაფერი სხვაგვარადაა.

Sportall.Ge - მსოფლიოს ამბებს მედიის საშუალებით იგებთ?
- პირველი ორი წელი არანაირი ინფორმაცია არ იყო. უკრაინაში გამართულ ევროპის ჩემპიონატს რადიოთი ვუსმენდი. ახლა ყველაფერი კარგადაა.

ვიცი, რომ უკრაინის ჩემპიონატში "შახტარი" ლიდერობს.

თუმცა, უკრაინულ ფეხბურთში ყველაზე მეტად არა "შახტარი" ან კიევის "დინამო", არამედ დონეცკის "მეტალურგი" მაინტერესებს. ძალიან მინდა, რომ ამ გუნდმა ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულოს და ევროთასების საგზური მოიპოვოს. გადაეცით "მეტალურგს" დიდი მოკითხვა დემეტრაძისგან.

და საერთოდ, უკრაინაში ყველა მომიკითხეთ. უთხარით ყველას, რომ გიორგი მალე გათავისუფლდება და კარგად ვიქნები.

ესაუბრა დმიტრი პოვოროზნიუკი

ასევე იხილეთ:
გიორგი დემეტრაძე პოლიტპატიმრად გამოაცხადეს
გიორგი დემეტრაძე კახა კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩში ითამაშებს
კახი კალაძე: გიორგი დემეტრაძე უახლოეს მომავალში გათავისუფლდება
ფეხბურთელებმა ციხეში გიორგი დემეტრაძესთან მატჩი გამართეს
გიორგი დემეტრაძე: იმედია, მე და პატიმრების დიდი ნაწილი ოჯახებს ახალ წლამდე ვნახავთ
გიორგი დემეტრაძე: სააკაშვილს ციხეში ადგილი გავუმზადეთ, "საქათმეში"
მკითხველის კომენტარები / 19 /
...., რამდენი ადამაინი დარჩა შენი და შენნაირების გამო უსახლკაროდ, უტვინო ადამიანებს ბინები რომ გააყიდინეთ და ქუჩაში დგანან ეხლა. მაგის გამო ღმერთი დაგსჯის და ეგ უფორ დიდი სასჯელია, თუმცა სული მიყიდული გაქვს უწმინდურისათვის და ეგ არ გაწუხებს!
0
თბილისში ჩამოსვლა არ მინდა,ყველა ფულს მთხოვსო, მაგას რომ კაცი იტყვის მანდ მთავრდება ყველაფერი.
klosi
17:48 14-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული