კიევის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი უკრაინაში პოპულარობას დღემდე არ კარგავს.
"უკრაინის უძლიერეს კლუბში, კიევის "დინამოში" ვთამაშობდი. "მილანთან" ერთად კი მოვიგე ყველაფერი, რაც შეიძლებოდა. მაგრამ არის ორი რამ, რის გახსნებაზეც გული დღემდე მწყდება.
პირველი - ეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია, რომელშიც კიევის "დინამო" მიუნხენის "ბაიერნს" ეთამაშებოდა (1998/1999 წლების სეზონი, 3:3 კიევში, 1:0 მიუნხენში). მაშინ ჩვენ ფინალში აუცილებლად უნდა გავსულიყავით, მაგრამ ძალიან არ გაგვიმართლა.
ჩემი მეორე გულისტკივილი
კალაძემ უკრაინელ ჟურნალისტებს საქმიანობის სფეროს რადიკალურად შეცვლის მიზეზებზეც ესაუბრა.
"ყოველთვის ვიცოდი, რომ როდესაც ფეხბურთელის კარიერას დავასრულებდი, საქართველოში დავბრუნდებოდი. აქ უნდა ვიცხოვრო მეც და ჩემმა შვილებმაც.
როდესაც დავინახე, რა ხდებოდა ქვეყანაში, როგორ ცხოვრობდა ხალხი, გადავწყვიტე, რომ სამშობლოში სამუდამოდ დავბრუნებულიყავი და დავხმარებოდი ერს".
ua-football.com