კახა კალაძე: ჩემს განვლილ კარიერაში გული ორ რამეზე დღემდე მწყდება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ამჟამად ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ თბილისში სტუმრად მყოფ უკრაინელ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა.

კიევის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი უკრაინაში პოპულარობას დღემდე არ კარგავს.

"უკრაინის უძლიერეს კლუბში, კიევის "დინამოში" ვთამაშობდი. "მილანთან" ერთად კი მოვიგე ყველაფერი, რაც შეიძლებოდა. მაგრამ არის ორი რამ, რის გახსნებაზეც გული დღემდე მწყდება.

პირველი - ეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია, რომელშიც კიევის "დინამო" მიუნხენის "ბაიერნს" ეთამაშებოდა (1998/1999 წლების სეზონი, 3:3 კიევში, 1:0 მიუნხენში). მაშინ ჩვენ ფინალში აუცილებლად უნდა გავსულიყავით, მაგრამ ძალიან არ გაგვიმართლა.

ჩემი მეორე გულისტკივილი
საქართველოს ნაკრებთანაა დაკავშირებული. ვერცერთხელ ვითამაშე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე. ერთერთ ბოლო მატჩში იტალიასთან კი საკუთარ კარში ორი გოლი გავიტანე. ეს ჩემ კარიერაში ყველაზე უარესი თამაში იყო".

კალაძემ უკრაინელ ჟურნალისტებს საქმიანობის სფეროს რადიკალურად შეცვლის მიზეზებზეც ესაუბრა.

"ყოველთვის ვიცოდი, რომ როდესაც ფეხბურთელის კარიერას დავასრულებდი, საქართველოში დავბრუნდებოდი. აქ უნდა ვიცხოვრო მეც და ჩემმა შვილებმაც.

როდესაც დავინახე, რა ხდებოდა ქვეყანაში, როგორ ცხოვრობდა ხალხი, გადავწყვიტე, რომ სამშობლოში სამუდამოდ დავბრუნებულიყავი და დავხმარებოდი ერს".

ua-football.com
მკითხველის კომენტარები / 11 /
ეს ალუდა ქეთელაური, არც "კაცია დავლათიანი, არც საფიხვნოს თავში ზის და არც სიტყვა მაუდის წყლიანი"... და მგონი "ვაფშე" მთიელიც არ არის...
tazo
23:09 10-12-2012
0
ხალხო რა მოგვდის, რატომ ვართ ასე გაბრაზებულები ყველაზე და ყველაფერზე, ვის რა დაგიშავათ კახა კალაძემ , სამშობლო რომ უყვარს ეს სირცხვილია? დახმარებას რომ გაიძახით ზოგზოგიერთები სულ გაანძრიეთ საკუთარი ხელები და იქნებ განთავისუფლდეთ ამდენი ბოღმისგან და მიხვდებით ვინც არ მუშაობს შეცდომასაც არ უშვებს!
0

სიახლეები პოპულარული