თუმცა, ათი წლის წინ ყვავილების ქვეყანა რევოლუციისათვის ემზადებოდა, მერე კი მონაპოვრის შესანარჩუნებლად იბრძოდა... კახი ასათიანის სახელს კი მაინც არაფერი დაჰკლებია!
მის გამოჩენას დიდ ფეხბურთში მოუთმენლად მოელოდნენ თბილისელი გულშემატკივრები, მით უმეტეს, რომ საქართველოს ტელევიზიამ დოკუმენტური ფილმიც გადაიღო 60-იანი წლების ნორჩი დინამოელის იმ თაობაზე, რომელშიც კახი ასათიანი და მერაბ გიგინეიშვილი გამოირჩეოდნენ.
ჩვენი "დინამოს"
უფროსმა პარტნიორებმა, განსაკუთრებით კი, შოთა იამანიძემ და მიხეილ მესხმა, მაშინვე დააფასეს ტალანტი - დახვეწილი ტექნიკა, ზუსტი, დროული, მრავალფეროვანი პასი, კომბინაციური თამაშის იშვიათი ალღო და კახი ასათიანს არც გასჭირვებია ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება, რასაც ძალიან მალე საკავშირო მასშტაბით აღიარება მოჰყვა.
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ყველა იმ ქართველ ფეხბურთელთა შორის, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ტურნირებში უთამაშიათ - კახი ასათიანი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო და სპეციალისტების მოწონება დაიმსახურა...
ამ ათეული წლების განმავლობაში მე არაერთხელ შევეცადე, ჩემი დამოკიდებულება გამომეხატა პიროვნებისადმი, რომელიც დიდი ფეხბურთელი და სპორტული მოღვაწე, ღირსეული ქართველი გახლდათ. სწორედ ამიტომ აღარ გავიმეორებ მრავალჯერ ნათქვამს, თუმცა მაინც შეგახსენებთ: ვინც არა ჰგავს კახაბერსა... და მათი რაოდენობის დაზუსტებას თქვენ მოგანდობთ...
დავით ქლიბაძე
www.gff.ge