სა­ქარ­თ­ვე­ლო და СНГ - ნოს­ტალ­გი­ის გა­რე­შე

AutoSharing Option
ბო­ლო დროს უეფამ რე­გი­ო­ნუ­ლი ლი­გე­ბის მი­მართ პო­ზი­ცია შე­იც­ვა­ლა. მა­გა­ლი­თად, ევ­რო­პუ­ლი ფეხ­ბურ­თის მმარ­თ­ვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი მი­შელ პლა­ტი­ნი თა­ვად გახ­და ბალ­კა­ნუ­რი ლი­გის ინი­ცი­ა­ტო­რი.

გვინ­და მე­ტი შე­მო­სა­ვა­ლი
ოქ­ტომ­ბ­რის და­საწყის­ში უეფა­ში რამ­დე­ნი­მე ბალ­კა­ნუ­რი ქვეყ­ნის სა­ფეხ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის სა­კითხი გა­ნი­ხი­ლეს.

სერ­ბე­თის, ხორ­ვა­ტი­ის, ჩერ­ნო­გო­რი­ის, ბოს­ნია-ჰერ­ცე­გო­ვი­ნის, სლო­ვე­ნი­ის, მა­კე­დო­ნი­ის გარ­და, მას­ში უნ­გ­რე­თი­სა და ბულ­გა­რე­თის კლუ­ბე­ბის მი­ერ­თე­ბა­ზეც იმ­ს­ჯე­ლეს. თა­ვად ტურ­ნი­რი კი, შე­საძ­ლოა, 2015 წელს და­იწყოს.

ბალ­კა­ნუ­რი ლი­გის შექ­მ­ნას მხა­რი და­უ­ჭი­რა უეფას პრე­ზი­დენ­ტ­მა მი­შელ პლა­ტი­ნიმ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კა­ლათ­ბურ­თ­ში უკ­ვე კარ­გა ხა­ნია ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს ად­რი­ა­ტი­კის ლი­გა, სა­დაც ბალ­კა­ნუ­რი კლუ­ბე­ბი თა­მა­შო­ბენ.

რე­გი­ო­ნუ­ლი ტურ­ნი­რე­ბის
იდეა პო­პუ­ლა­რუ­ლია, რად­გან სპორ­ტუ­ლი დო­ნი­სა და შე­მო­სავ­ლე­ბის გაზ­რ­და ყვე­ლას სურს. ეს სა­კითხი გან­სა­კუთ­რე­ბით მწვა­ვედ ჩვენ­ნა­ირ პა­ტა­რა ქვეყ­ნებ­ში დგას. სტა­დი­ო­ნებ­ზე მა­ყუ­რებ­ლის დაბ­რუ­ნე­ბა­სა და კლუ­ბე­ბის ბი­უ­ჯე­ტე­ბის შევ­სე­ბა­ზე ხომ არა მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ოც­ნე­ბო­ბენ - იგი­ვე პრობ­ლე­მა აწუ­ხებთ სერ­ბეთ­ში, ხორ­ვა­ტი­ა­ში, სლო­ვე­ნი­ა­ში, მა­კე­დო­ნი­ა­ში, ჩერ­ნო­გო­რი­ა­ში, სლო­ვა­კეთ­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­ში, სომ­ხეთ­ში, მოლ­დო­ვა­ში...

ლიტ­ვუ­რი, ლატ­ვი­უ­რი და ეს­ტო­ნუ­რი კლუ­ბე­ბი ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ლი­გის გა­თა­მა­შე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ; და­ნი­ის, შვე­დე­თი­სა და ნორ­ვე­გი­ის კლუ­ბე­ბი - სა­მე­ფო ლი­გა­ზე და ორი­ვე ტურ­ნი­რი უეფას ეგი­დით ტარ­დე­ბო­და, მაგ­რამ მა­ყუ­რე­ბე­ლი მა­თაც ვერ მი­ი­ზი­დეს, ხარ­ჯე­ბი ეძ­ვი­რათ და წა­მოწყე­ბაც მი­ა­ტო­ვეს.

გვინ­და ძვე­ლი გავ­ლე­ნა
ცნო­ბი­ლია, რომ მოს­კო­ვი­დან ახა­ლი პრო­ექ­ტი გაჟ­ღერ­და, რო­მე­ლიც ზე­მოთ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტე­ბის­გან პო­ლი­ტი­კუ­რი დატ­ვირ­თ­ვით გა­მო­ირ­ჩე­ვა. რუ­სებს კვლავ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჩემ­პი­ო­ნა­ტის აღ­დ­გე­ნა სურთ, სა­დაც თა­ვად იქ­ნე­ბი­ან დო­მი­ნან­ტე­ბი და არა - ერთ-ერ­თი პარ­ტ­ნი­ო­რე­ბი.

იდეა კომ­პა­ნია "გაზ­პ­რო­მის" ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა ალექ­სეი მი­ლერ­მა გა­აჟ­ღე­რა. მი­სი თქმით, ყო­ფი­ლი პოს­ტ­საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კე­ბი ერ­თი­ან სა­ფეხ­ბურ­თო სამ­ყა­რო­ში უნ­და გა­ერ­თი­ან­დ­ნენ და სა­ერ­თო ჩემ­პი­ო­ნა­ტი და­ა­ფუძ­ნონ, მი­სი სა­ფუძ­ვე­ლი კი რუ­სულ­მა და უკ­რა­ი­ნულ­მა კლუ­ბებ­მა უნ­და შექ­მ­ნან.

"გაზ­პ­რო­მის" თავ­კა­ცი რომ რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კუ­რი თა­მა­შის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლეა, ხო­ლო ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით კრემ­ლია და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა, თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტ­რის, სერ­გეი ივა­ნო­ვის ღია მხარ­და­ჭე­რამ და­ა­დას­ტუ­რა. ის ტურ­ნირ­ში 3-დან 5-მდე პოს­ტ­საბ­ჭო­უ­რი ქვეყ­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვა­რა­უ­დობს.

და კი­დევ - მი­ლე­რის ინი­ცი­ა­ტი­ვა პირ­ვე­ლად რუ­სე­თის პრე­მი­ერ­ლი­გის იმ გუნ­დებ­მა აიტა­ცეს, რომ­ლებ­საც "გაზ­პ­რო­მი" ("ზე­ნი­ტი", მოს­კო­ვის ცსკა) და კრემ­ლ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი (მა­ხაჩ­ყა­ლის "ან­ჟის" მე­პატ­რო­ნე რუ­სუ­ლი ბიზ­ნეს-ელი­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სუ­ლე­ი­მან კე­რი­მო­ვია) აფი­ნან­სე­ბენ.

ლა­პა­რა­კი, ლი­გის კო­მერ­ცი­უ­ლ ტუ­რ­ნი­რად გა­ნხი­ლვის შესახებ, ძნე­ლად სარ­წ­მუ­ნოა ივა­ნო­ვის სიტყ­ვე­ბის შემ­დეგ, რომ პრო­ექ­ტი რუ­სუ­ლი კლუ­ბე­ბის მე­პატ­რო­ნე­ებ­თან ერ­თად, ჯერ კი­დევ ერ­თი წლის წი­ნათ გა­ნი­ხი­ლა.

ცხა­დია, ასეთ ინი­ცი­ა­ტი­ვებს პო­ლი­ტი­კას­თან შე­ხე­ბა ექ­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, ბალ­კა­ნე­თის ლი­გა ამ რე­გი­ონ­ში მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მოს­წო­რე­ბა­სა და მშვი­დო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, მაგ­რამ იქ ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი იყ­ვ­ნენ არა პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, არა­მედ - შე­მო­სავ­ლებს მოწყუ­რე­ბუ­ლი კლუ­ბე­ბი და სა­ფეხ­ბურ­თო წრე­ე­ბი.

პოს­ტ­საბ­ჭო­ელ­თა არა­ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნი პო­ზი­ცია
ერ­თი­ა­ნი ჩემ­პი­ო­ნა­ტის იდე­ას ფრთხი­ლად ეკი­დე­ბი­ან უკ­რა­ი­ნა­ში, მაგ­რამ ივა­ნო­ვი ამ­ტ­კი­ცებს, რომ გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ჩემ­პი­ო­ნატ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამ ქვეყ­ნის წამ­ყ­ვან კლუ­ბებს სურთ - კი­ე­ვის "დი­ნა­მოს", დო­ნეც­კის "შახ­ტარს", დნეპ­რო­პეტ­როვ­ს­კის "დნიპ­რო­სა" და ხარ­კო­ვის "მე­ტა­ლისტს".

"გაზ­პ­რო­მის" ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის წი­ნა­და­დე­ბას და­დე­ბი­თად აფა­სებს ბე­ლორუ­სის ჩემ­პი­ო­ნის, ბო­რი­სო­ვოს "ბა­ტეს" ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა და სომ­ხე­თის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია. ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი ად­რე ამ იდე­ის ინი­ცი­ა­ტო­რად თა­ვად გა­მო­ვი­და, მაგ­რამ სომ­ხე­ბის წი­ნა­და­დე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად არა­ვის გა­ნუ­ხი­ლავს.

გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცია აქვს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ას, რომ­ლის პრე­ზი­დენ­ტი რუ­სებ­თან სა­ერ­თო ტურ­ნირს რუ­სეთ­ში მსა­ჯო­ბის სა­კითხის მო­უგ­ვა­რებ­ლო­ბის გა­მო მი­უ­ღებ­ლად მი­იჩ­ნევს. მან ფი­ნან­სუ­რი არ­გუ­მენ­ტე­ბიც და­ა­სა­ხე­ლა, რუ­სეთ­ში ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბა და ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი მოგ­ზა­უ­რო­ბა ჩვენს კლუ­ბებს მძი­მე ტვირ­თად და­აწ­ვე­ბა­თო.

სკეპ­ტი­კუ­რად აფა­სებს ინი­ცი­ა­ტი­ვას მი­შელ პლა­ტი­ნიც. ცხა­დია, გავ­ლე­ნი­ა­ნი რუ­სი პერ­სო­ნე­ბის­გან წა­ხა­ლი­სე­ბულ იდე­ას უხე­შად ხე­ლი არ ჰკრა, თუმ­ცა მი­ა­ნიშ­ნა, სირ­თუ­ლეს ევ­რო­თა­სებ­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბის კვო­ტე­ბის თე­მა წარ­მოქ­მ­ნის და პრო­ექ­ტი ნოს­ტალ­გი­ი­დან წარ­მო­იქ­მ­ნაო. ევ­რო­პა კი რუ­სე­ბის ნოს­ტალ­გი­ურ გან­წყო­ბებს ვერ წა­ა­ხა­ლი­სებს.

რამ­დენ­ჯერ­მე სა­ქარ­თ­ვე­ლოც ახ­სე­ნეს, მაგ­რამ ცნო­ბი­ლი კო­მენ­ტა­ტო­რი ვა­სი­ლი უტ­კი­ნი და მოს­კო­ვის "ლო­კო­მო­ტი­ვის" პრე­ზი­დენტი ოლ­გა სმო­როდ­ს­კაია იდე­ას კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბი­ან: წმინ­და სპორ­ტუ­ლი მო­ტი­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მათ ღა­რიბ პოს­ტ­საბ­ჭო­ე­ლებ­თან თა­მა­შე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვა არ ხიბ­ლავთ.

ჩვენ და დსთ
მსგავ­სი იდე­ე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და. ად­რე, საბ­ჭო­უ­რი "ძმო­ბი­სა" და მე­გობ­რო­ბის ინერ­ცი­ით, პოს­ტ­საბ­ჭო­უ­რი ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის იდეა გა­ნი­ხი­ლე­ბო­და.

ცნო­ბილ­მა კო­მენ­ტა­ტორ­მა ნუგ­ზარ ჯუ­ღელ­მა "კავ­კა­სი­ის თა­სის" ჩა­ტა­რე­ბა­ზე ილა­პა­რა­კა და რაც უნ­და მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყოს, მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის და სომ­ხე­თის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ების თავ­კა­ცებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს - იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ ტურ­ნირს თბი­ლი­სი უმას­პინ­ძ­ლებ­და.

თუმ­ცა ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­და­ქა­ლაქს უსაფ­რ­თხო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბი უნ­და მი­ე­ღო.

მოკ­ლედ, საკ­მა­ოდ ბევ­რი რის­კ­ფაქ­ტო­რი არ­სე­ბობ­და და წა­მოწყე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად არც გან­ხი­ლუ­ლა - სა­ო­მარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი და სომ­ხუ­რი კლუ­ბე­ბი­სა და მა­თი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის მას­პინ­ძ­ლო­ბა არა­რე­ა­ლუ­რი გახ­ლ­დათ.

2008 წელს ყა­ზა­ხე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ე­ბი "ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის საქ­მე­თა ამ­ჟა­მინ­დელ­მა მი­ნის­ტ­რ­მა ლე­ვან ყი­ფი­ან­მა "აბ­რე­შუ­მის გზის თა­სის" გა­თა­მა­შე­ბა­ზე და­ი­თან­ხ­მა. ოპო­ზი­ცი­ა­ში მყოფ ყი­ფი­ანს ხში­რად ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, პრო­ექ­ტე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეთ და სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­თა­ნამ­შ­რომ­ლო­თო.

ეს იყო კონ­კ­რე­ტუ­ლი და საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო ჩა­ნა­ფიქ­რი, მაგ­რამ აქე­და­ნაც არა­ფე­რი გა­მო­ვი­და.

2008 წელს პრო­ფე­სი­უ­ლი ფეხ­ბურ­თის ლი­გის პრე­ზი­დენ­ტი დი­მიტ­რი რა­მიშ­ვი­ლი სა­ინ­ტე­რე­სო იდე­ის თა­ნა­ავ­ტო­რი გახ­და: ათენ­ში შა­ვი ზღვის აუზის ქვეყ­ნე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი ფეხ­ბურ­თის ლი­გე­ბის თავ­კა­ცე­ბის შეხ­ვედ­რა­ზე სა­ერ­თო ჩემ­პი­ო­ნა­ტის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კონ­გ­რე­სიც გა­ი­მარ­თა, მაგ­რამ მი­სი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც შე­უძ­ლე­ბე­ლი გა­მოდ­გა - ქვეყ­ნებ­მა კა­ლენ­და­რი ვე­რაფ­რით შე­ა­ჯე­რეს.

ალექ­სეი მი­ლე­რის ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას­თან გვსურ­და სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ სფფ-ის პრესსამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შ­რო­მელ­მა ოთარ გი­ორ­გა­ძემ გვი­პა­სუ­ხა:

"დი­დი ხა­ნია, რაც ამა­ზე ლა­პა­რა­კი მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ ჩვენ­თ­ვის ამ სა­კითხ­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად არა­ვის მო­უ­მარ­თავს და ამ­დე­ნად, კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა გა­უ­მარ­თ­ლებ­ლად მიგ­ვაჩ­ნია".

* * *
"გაზ­პ­რო­მის" იდეა მი­სა­ღე­ბიც რომ იყოს, ამ ეტაპ­ზე გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ლი­გა­ში ქარ­თუ­ლი კლუ­ბე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არა­რე­ა­ლუ­რია. თუნ­დაც იმი­ტომ, რომ რუ­სეთ­თან სა­ვი­ზო პრობ­ლე­მე­ბი არ­სე­ბობს.

არა­და, სა­და­ვო არ არის, რე­გი­ო­ნუ­ლი ტურ­ნი­რე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს, ჩვენს ფეხ­ბურთს ჰა­ე­რი­ვით სჭირ­დე­ბა, ქარ­თულ­მა კლუ­ბებ­მა სტა­დი­ო­ნე­ბი რომ შე­ავ­სონ, სა­ტე­ლე­ვი­ზიო უფ­ლე­ბე­ბი გა­ყი­დონ და გა­სავ­ლე­ბის გარ­და, ბი­უ­ჯეტ­ში შე­მო­სავ­ლე­ბის გრა­ფაც შე­ავ­სონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უეფა დსთ-ის ჩემპიონატის შექმნის იდეის განსახილველად მზადაა
სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია დსთ-ის ერთიანი ჩემპიონატის შექმნას მიესალმება
მკითხველის კომენტარები / 7 /
ზრაპრებია ეს ყველაფერი. არანაირი პერსპექტივა ამ იდეას არა აქვს. არც პოლიტიკურად და არც ფინანსურად. სრულად ვეთანხმები რამოს.
zako
10:31 14-12-2012
0
RAMO
სად დაინახე სურვილი, რომ აქ გაზპრომის და მოსკოვის იდეა გამართლებულია?
უცნაური ხალხი ხართ...
japaneze
21:08 13-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული