"ჩვენ ეს საკითხი ჯერ არ განგვიხილავს, თუმცა ღია ვართ მსგავს თემებზე სასაუბროდ", - უპასუხა უეფას გენერალურმა მდივანმა ჯანი ინფანტინომ ჟურნალისტებს, რომლებმაც ამის თაობაზე ჰკითხეს.
ინფანტინომ დასძინა, რომ ასეთ საკითხებში სირთულეს, როგორც წესი, ევროთასებზე მონაწილეობისთვის კვოტების თემა ქმნის.
დსთ-ის წევრთა გაერთიანებული ჩემპიონატის შექმნის იდეა "გაზპრომის" ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა ნოემბრის ბოლოს გაახმიანა. მას მხარი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ივანოვმა,
იდეა მოიწონა და მხარდაჭერა ოფიციალურად დაუდასტურა სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ.
ასევე იხილეთ:
სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია დსთ-ის ერთიანი ჩემპიონატის შექმნას მიესალმება