თბილისის "დი­ნა­მო" გიორგი ქვი­ლი­თა­ი­ას და­ე­ლა­პა­რა­კა

AutoSharing Option
და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფ­ო­რმა­ციაა: 12 დეკემბერს თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" ბა­ზა­ზე გი­ორ­გი ქვი­ლი­თაია და­ი­ბა­რეს - ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თუ­ლი კლუ­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებ­მა 19 წლის თავ­დამ­ს­ხ­მელს კონ­ტ­რაქ­ტი შე­სთა­ვა­ზეს.

ქვი­ლი­თა­ი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე დღის წინ ვწერ­დით: ბო­ლო ორი წე­ლია, "ნორ­ჩი დი­ნა­მოს" ბა­ზა­ზე აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რ­დუ­ლი "სას­კოს" თავ­დამ­ს­ხ­მე­ლი გა­სა­ო­ცარ შე­დე­გებს აჩ­ვე­ნებს.

დას­რუ­ლე­ბულ სე­ზონ­ში მი­სი კლუ­ბი რე­გი­ო­ნულ ლი­გა­ში გა­მო­დი­ო­და. მარ­თა­ლია, ტრავ­მის გა­მო გი­ორ­გის საკ­მა­ოდ ბევ­რი გა­უც­და, მაგრამ ამის მი­უ­ხე­და­ვად, 17 შეხ­ვედ­რა­ში მე­ტო­ქე­თა კა­რი 25-ჯერ აიღო.

მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში 19 წლის ტან­მა­ღალ­მა თავ­დამ­ს­ხ­მელ­მა (191 სმ) 16 მატ­ჩ­ში 22 გო­ლი გა­ი­ტა­ნა! გა­სა­ო­ცა­რი შე­დე­გია პირ­ველი ლი­გის დო­ნის
გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც. ამ­დე­ნად, არა­ვის გაკ­ვირ­ვე­ბია, შე­დე­გი­ა­ნი თავ­დამ­ს­ხ­მე­ლით ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ლი­დე­რე­ბი და კი­დევ რამ­დე­ნი­მე უცხო­უ­რი კლუ­ბი რომ და­ინ­ტე­რეს­და.

გი­ორ­გი ქვი­ლი­თა­ი­ამ თა­ვად გაგ­ვიმ­ხი­ლა, "სას­კოს" მა­ლე დავ­ტო­ვებ და უცხო­ეთ­ში სინ­ჯებ­თან ერ­თად, "დი­ნა­მო­ში", "ზეს­ტა­ფონ­სა" და ქუ­თა­ი­სის "ტორ­პე­დო­ში" გა­დას­ვ­ლას მთა­ვა­ზო­ბე­ნო.

"დი­ნა­მოს" ერთ-ერ­თ­მა ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა პრი­ვა­ტულ სა­უ­ბარ­ში დაგ­ვი­დას­ტუ­რა, რომ ქვი­ლი­თა­ი­ას მი­მართ ინ­ტე­რე­სი აქვთ, რად­გან მას­ში პერ­ს­პექ­ტი­ვას ხე­და­ვენ.

"სას­კოს" მწვრთნე­ლი, თენ­გიზ კა­ცია დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლია, რომ გი­ორ­გი პირ­ვე­ლი ლი­გის­თ­ვის გა­და­ი­ზარ­და და თა­ვად არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, ნი­ჭი­ერ­მა თავ­დამ­ს­ხ­მელ­მა კა­რი­ე­რა მა­ღალ დო­ნე­ზე გა­აგ­რ­ძე­ლოს.

გა­მოც­დილ მწვრთნელს სჯე­რა, რომ ქვი­ლი­თა­ი­ას დი­დი პო­ტენ­ცი­ა­ლი გა­აჩ­ნია.

12 დეკემბერს გამართული შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლებ­ზე ფეხ­ბურ­თელ­მა კო­მენ­ტა­რი არ ისურ­ვა, მაგ­რამ შე­ვიტყ­ვეთ, რომ ჯერ მხო­ლოდ წი­ნას­წა­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბა გა­ი­მარ­თა, კონ­ტ­რაქ­ტი კი ჯერ არ გა­ფორ­მე­ბუ­ლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პირ­ველ­ლი­გე­ლი ბომ­ბარ­დი­რი გი­ორ­გი ქვი­ლი­თაია სო­ლი­დუ­რი კლუ­ბე­ბის სა­მიზ­ნე­ში
მკითხველის კომენტარები / 1 /
ქვილითაიაზე არა ნაკლებია სასკოელი არახამია.ისიც ცხრამეტი წლისაა და გამოირჩევა კარგი დრიბლინგითა და სისწრაფით-მიაქციეთ ყურადღება.
malxazi
10:30 14-12-2012
0

სიახლეები პოპულარული