ქვილითაიაზე რამდენიმე დღის წინ ვწერდით: ბოლო ორი წელია, "ნორჩი დინამოს" ბაზაზე აღმოცენებული ახალგაზრდული "სასკოს" თავდამსხმელი გასაოცარ შედეგებს აჩვენებს.
დასრულებულ სეზონში მისი კლუბი რეგიონულ ლიგაში გამოდიოდა. მართალია, ტრავმის გამო გიორგის საკმაოდ ბევრი გაუცდა, მაგრამ ამის მიუხედავად, 17 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 25-ჯერ აიღო.
მიმდინარე სეზონში 19 წლის ტანმაღალმა თავდამსხმელმა (191 სმ) 16 მატჩში 22 გოლი გაიტანა! გასაოცარი შედეგია პირველი ლიგის დონის
გიორგი ქვილითაიამ თავად გაგვიმხილა, "სასკოს" მალე დავტოვებ და უცხოეთში სინჯებთან ერთად, "დინამოში", "ზესტაფონსა" და ქუთაისის "ტორპედოში" გადასვლას მთავაზობენო.
"დინამოს" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პრივატულ საუბარში დაგვიდასტურა, რომ ქვილითაიას მიმართ ინტერესი აქვთ, რადგან მასში პერსპექტივას ხედავენ.
"სასკოს" მწვრთნელი, თენგიზ კაცია დარწმუნებულია, რომ გიორგი პირველი ლიგისთვის გადაიზარდა და თავად არის დაინტერესებული, ნიჭიერმა თავდამსხმელმა კარიერა მაღალ დონეზე გააგრძელოს.
გამოცდილ მწვრთნელს სჯერა, რომ ქვილითაიას დიდი პოტენციალი გააჩნია.
12 დეკემბერს გამართული შეხვედრის დეტალებზე ფეხბურთელმა კომენტარი არ ისურვა, მაგრამ შევიტყვეთ, რომ ჯერ მხოლოდ წინასწარი მოლაპარაკება გაიმართა, კონტრაქტი კი ჯერ არ გაფორმებულა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
პირველლიგელი ბომბარდირი გიორგი ქვილითაია სოლიდური კლუბების სამიზნეში