ვიტალი დარასელიას თასი - ცრემლიანი საღამო

AutoSharing Option
შაბათს ის საღამო ნ. დუმბაძის სახელობის თეატრში ცრემლით დაიწყო და ასევე ცრემლით დასრულდა.

საღამო ვიტალი დარასელიას დაბადებიდან 55 წელს მიეძღვნა და აბა, უცრემლოდ როგორ იხილავდა მაყურებელი ტრაგიკულად დაღუპული ლეგენდარული ოჩამჩირელი ფეხბურთელის ხანმოკლე, მაგრამ დაუვიწყარი ცხოვრების ამსახველ კადრებს.

საღამო აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციამ (პრეზიდენტი - მურად ანჯაფარიძე) ვიტალი დარასელიას თასის გათამაშების დამთავრების წინა დღეს გამართა და თეატრში მონაწილე გუნდების გარდა, ვ. დარასელიას ოჯახის წევრები, ახლობლები და ფეხბურთის გულშემატკივრებიც მიიწვია.

ბოლოს აჩვენეს სოხუმის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი - "გამარჯობა, სოხუმო", რომლის მსვლელობისას და
განსაკუთრებით ფინალისას, ერთთავად ქვითინებდა დარბაზი.

მცხეთაში კი მეორე დღეს ვ. დარასელიას თასზე, 1999 წელს დაბადებულ ჭაბუკთა ტურნირში, მესამე პრიზიორის, ჩემპიონისა და მეორეადგილოსნის გამოსავლენი მატჩები გაიმართა (ტურნირის მატჩებს, მცხეთის გარდა, ქობულეთმა, ქუთაისმა, სამტრედიამ, ბორჯომმა და თბილისმა უმასპინძლა).

მესამე ადგილი წილად ხვდა სამეგრელოს ნაკრებს, პირველობისთვის მატჩში კი თბილისის მეორე გუნდმა აჯობა პირველს და თასიც მათ გადაეცათ.

სპეციალური პრიზები გადაეცათ: მეკარის - დავით კერესელიძეს (თბილისი-2), მცველის - ლუკა ხვიჩიას (სამეგრელო), ნახევარმცველის - გიორგი სართანიას (თბილისი-1), თავდამსხმელის - ნიკა წიკლაურს (თბილისი-2), ყველაზე პერსპეტიული ფეხბურთელის - ლევან ბარაბიძეს (თბილისი-2).

თენგიზ თომაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული