"სერგო კოტრიკაძის თასი" ქობულეთელებმა დაიტოვეს!

AutoSharing Option
29 დეკემბერს ქობულეთში დასრულდა სახელოვანი ქართველი მეკარის, სერგო კოტრიკაძის სახელობის ტურნირი.

ფინალში ქობულეთელებმა სამხრეთ ოსეთის ნაკრებს 5:1 მოუგეს. მთავარი თასი გამარჯვებულს რევაზ ჩელებაძემ გადასცა.

ტურნირის ყველა მონაწილე აღფრთოვანებული დარჩა შეჯიბრების ორგანიზებით.

გათამაშებაში 16 გუნდი მონაწილეობდა. მასპინძელ აჭარას, ორგანიზატორ სამეგრელოს და თბილისს 2-2 გუნდი წარმოადგენდა, დანარჩენ რეგიონებს კი თითო წარმომადგენელი ჰყავდათ.

გუნდებს მხოლოდ ტრანსპორტირების ხარჯები უნდა გაეწიათ, ხოლო ადგილზე ყოფნის ხარჯები მთლიანად ფეხბურთის ფედერაციამ დაფარა.

ტურნირის ორგანიზატორის, სამეგრელო-ზემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სერგო კვარაცხელიას თქმით, ტურნირი ტრადიციული გახდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული