თემურ ქეცბაიასა და ჯაბა კანკავას რჩეულები "ოქროს ბურთზე"

AutoSharing Option
7 იანვარს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში "ოქროს ბურთის" გალა-დაჯილდოება გაიმართა.

ზედიზედ ოთხჯერ "ოქროს ბურთის" მფლობელი არგენტინის ნაკრებისა და "ბარსელონას" ფორვარდი ლიონელ მესი გახდა.

შეგახსენებთ, რომ გამოკითხვაში ნაკრებების მწვრთნელები, კაპიტნები და ქვეყნის თითო ჟურნალისტი იღებს მონაწილეობას.

თემურ ქეცბაიას სამეული ასე გამოიყურება: 1. კრიშტიანო რონალდო; 2. ლიონელ მესი; 3. ანდრეს ინიესტა

ჯაბა კანკავა: 1. უეინ რუნი; 2. ლიონელ მესი; 3. ჩავი

ზურაბ ფოცხვერია და ვახტანგ ბზიკაძე: 1. კრიშტიანო რონალდო; 2. ლიონელ მესი; 3. რადამელ ფალკაო

გარდა ამისა ქეცბაიას რჩეული მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი ყოფილა,
ხოლო მეორეზე ვისენტე დელ ბოსკე გაიყვანა, მესამე პოზიცია კი ჟოზე მოურინიოს არგო.

კანკავას კი საუკეთესო მწვრთნელად ჟოზე მოურინიო მიაჩნია და შემდეგ უკვე ხოსეპ გვარდიოლასა და ჩეზარე პრანდელს აღიარებს.

რაც შეეხება ჟურნალისტებს ზურაბ ფოცხვერიასა და ვახტანგ ბზიკაძეს მათ ასეთი არჩევანი გაკეთეს: 1. ვისენტე დელ ბოსკე; 2. ალექს ფერგიუსონი; 3. ჟოზე მოურინიო.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ესენი ფეხბურთის გარტყმაში არ არიან საერთოდ, ან და დასცინიან საფეხბურთო სამყაროს. რა უნდათ ამათ ნაკრებში. მე მგონი შარშანდელი შედეგების მიხედვით გააკეთეს არჩევანი და წელს ფეხბურთისათვის საერთოდ არ უყურებიათ.
araferi gveshveleba
09:52 09-01-2013
0
ეს ანკეტა კანკავას სუფრაზე შეავსებინეს ალბათ, ტკბილი მოგონებების ან წინაპრების სადღეგრძელოს შემდეგ. აბა რუნი რამ გაახსენა? მესი არ გვევასება ეტყობა ქართველებს, მწვრთნელიან-კაპიტნიან-ჟურნალისტიანად
merpei
03:01 09-01-2013
0

სიახლეები პოპულარული