თემურ ქეცბაიასა და ჯაბა კანკავას რჩეულები "ოქროს ბურთზე"

AutoSharing Option
7 იანვარს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში "ოქროს ბურთის" გალა-დაჯილდოება გაიმართა.

ზედიზედ ოთხჯერ "ოქროს ბურთის" მფლობელი არგენტინის ნაკრებისა და "ბარსელონას" ფორვარდი ლიონელ მესი გახდა.

შეგახსენებთ, რომ გამოკითხვაში ნაკრებების მწვრთნელები, კაპიტნები და ქვეყნის თითო ჟურნალისტი იღებს მონაწილეობას.

თემურ ქეცბაიას სამეული ასე გამოიყურება: 1. კრიშტიანო რონალდო; 2. ლიონელ მესი; 3. ანდრეს ინიესტა

ჯაბა კანკავა: 1. უეინ რუნი; 2. ლიონელ მესი; 3. ჩავი

ზურაბ ფოცხვერია და ვახტანგ ბზიკაძე: 1. კრიშტიანო რონალდო; 2. ლიონელ მესი; 3. რადამელ ფალკაო

გარდა ამისა ქეცბაიას რჩეული მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი ყოფილა,
ხოლო მეორეზე ვისენტე დელ ბოსკე გაიყვანა, მესამე პოზიცია კი ჟოზე მოურინიოს არგო.

კანკავას კი საუკეთესო მწვრთნელად ჟოზე მოურინიო მიაჩნია და შემდეგ უკვე ხოსეპ გვარდიოლასა და ჩეზარე პრანდელს აღიარებს.

რაც შეეხება ჟურნალისტებს ზურაბ ფოცხვერიასა და ვახტანგ ბზიკაძეს მათ ასეთი არჩევანი გაკეთეს: 1. ვისენტე დელ ბოსკე; 2. ალექს ფერგიუსონი; 3. ჟოზე მოურინიო.
მკითხველის კომენტარები / 15 /
კანკავას გუნდის კაპიტნად რა უნდა?! რეალობის აღქმის და ელემენტარული აზროვნების უნარი არ უნდა ჰქონდეს ეროვნული გუნდის კაპიტანს?? სად ერეკლე და ჩემი რუნი.
odala
12:09 08-01-2013
0
მალადეც ჯაბა..... შვილო რა რუნი, რის რუნი. გეტყობა პიროვნულად გევასება, თორემ წელს არა აქვს სახარბიელო სეზონი რუნის. წინა სეზონში უკეთესი იყო.
vainana
12:38 08-01-2013
0

სიახლეები პოპულარული