თავაზიანი ჩისკო: თბილისში თავიანთ ჭკუაზე დადიან

AutoSharing Option
ფრანჩისკო ხავიერ მუნიოსი, იგივე ჩისკო, "დინამო თბილისის" ესპანელი ლეგიონერია, რომელიც, ნუ გაგიკვირდებათ და, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშზე ოცნებობს.

სანამ ჩისკო ამ ოცნებას აისრულებს, დიღმის მასივში, "დინამოს" ბაზაზე ყოველდღე "ჰიუნდაი ელანტრათი" დადის.

ამბობს, რომ ამ მანქანით კმაყოფილია. "დინამო" და "ჰიუნდაი" პარტნიორები არიან და ესპანელიც "ელენტრას" დააგელვებს. უცხოეთის ბევრ საფეხბურთო კლუბშია ასე: ფეხბურთელები იმ მარკის ავტომობილით დადიან, რომელიც კლუბთან თანამშრომლობს. "დინამოში" ეს ნებაყოფლობითია...

სანამ ჩისკო საქართველოში ჩამოვიდოდა, სამშობლოში ორი მანქანა ჰყავდა - "რენჯ როვერი " და "მინი კუპერი". ესპანელს ოცნების ავტომობილიც ჰყავს:

"ყველაზე მეტად "ასტონ მარტინი" მომწონს, ოღონდ არა ჯეიმს ბონდის გამო".


ჩისკოს თუ დავუჯერებთ, მოწესრიგებული მძღოლია. "რენჯ როვერით" იმიტომ დადიოდა, რომ დიდი მანქანაა და თავს უსაფრთხოდ გრძნობდა.

"სისწრაფეზე უფრო სიმშვიდე მიყვარს", - გვითხრა "დინამოს" ესპანელმა ფეხბურთელმა.

საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს ქართველ მძღოლებზეც დავეკითხეთ.

"თბილისში ცუდი მძღოლები არ არიან, ოღონდაც, როგორც მოესურვებათ, ისე მოქმედებენ, მანქანა თავიანთ ჭკუაზე დაჰყავთ. მეც ისღა დამრჩენია, რომ მარჯვენა ზოლში ჩავდგე და ჩემი "ელანტრა" ნელა ვატარო".

ჩისკოსთვის მანქანა გადაადგილების საშუალებაა და მეტი არაფერი. ამასთან, ესპანელი საკუთარ ავტომობილს თავს არ ევლება:

"გასაღებს მოვარგებ და წავალ. მანქანასთან სხვა არაფერი მესაქმება".

"დინამოს" ესპანელმა ფეხბურთელმა ისიც გვითხრა, რომ მისთვის მუსიკა მანქანაში აუცილებელი ატრიბუტია:

"მობილურ ტელეფონში ისეთი პროგრამა მაქვს, რომ პლეირში ესპანურ რადიოს ვუსმენ. როცა მანქანაში ვარ, მუსიკა ყოველთვის უნდა ისმოდეს".

Sportall.Ge

მას არასდროს მოსვლია ავტოსაგზაო შემთხვევა და ირწმუნება, რომ თავაზიანი მძღოლია:

"ყოველთვის ვუთმობ გზას ფეხით მოსიარულეს".

ისევე, როგორც ყველა, ჩისკოც ფიქრობს მანქანის გამოცვლაზე.

"თუ ახალ ავტომობილს ვიყიდი, მინდა, რომ ეს "პორშე პანამერა" იყოს..."

ჩისკო შვებულებას სამშობლოში ატარებს ხოლმე, სადაც აქვს იმის საშუალება, რომ ავტომანქანიდან ბედაურზე გადაჯდეს. ცხენი მისი გატაცებაა და როგორც კი ამის საშუალება მიეცემა, დადებით მუხტს ამ კეთილშობილი ცხოველისგან იღებს.

ესპანელს იმაზეც ვკითხეთ, თუ რა ვნება აქვთ ავტომობილებთან იქაურ საფეხბურთო ვარსკვლავებს.

"მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებს ახალთახალ "აუდის" ურიგებენ. ეს თავისებური რეკლამაა, რათა ხალხმა დაინახოს, რა მანქანით დადის მათი საყვარელი ფეხბურთელი.

"ვალენსიაში" რომ ვთამაშობდი, ყოველ ექვს თვეში ერთხელ ახალ "ტოიოტას" გვაძლევდნენ. ისე კი, ესპანელ ფეხბურთელებს მაინცდამაინც არ უყვართ ძვირიანი მანქანით თავის მოწონება.

ესპანეთში მანქანის მინების დაბურვა აკრძალულია, მაგრამ ფეხბურთელები ამას მაინც აკეთებენ, ფანებმა რომ არ იცნონ".

ჩისკოს უყვარს ფორმულა 1 და, რა თქმა უნდა, თანამემამულეს გულშემატკივრობს. მისი აზრით, ყველაზე მაგარი პილოტი დღეს ფერნანდო ალონსოა. "დინამოს" ფეხბურთელებიდან მანქანის ყველაზე მაგარ გამხედნავად თანამემამულე იაგუეს მიიჩნევს; ლევან ხმალაძეზე კი ამბობს, თავისი ავტომობილით ტყვიასავით ჩაგვიქროლებს ხოლმეო...

autobild.ge

ასევე იხილეთ:
ჩისკოს გოლები 2012 წელს [VIDEO]
რომან ფი­ფია: ჩის­კო სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებს სჭირ­დე­ბა და დროა, შან­სი მივ­ცეთ
ჩისკო: ესპანეთის ნაკრები ქართველებისგან ასეთ წინააღმდეგობას არ ელოდა
ჩისკო: საქართველოს ნაკრებში თამაში ძალიან მინდა
მკითხველის კომენტარები / 4 /
იქნებ გამოეცადათ ნაკრებში.საკალათბურთო ნაკრები ხომ სავსეა დაბალი დონის ლეგიონერებით,ერთი ლეგიონერი ფეხბურთშიც გამოეცადათ,ესპანური სკოლა აქვს გამოვლილი,მთავარია თავადაც აქვს სურვილი.ერთი შანსი უნდა მიეცეს
vaxvax
18:31 21-01-2013
0
მეც ვეტანხმების ჩისკოს ნაკრებში გამოდზახებას გამოგვადგებოდა ნამდვილად
makho
19:09 21-01-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული