თბილისის "დინამოს" შემტევი ნახევარმცველი 2003-05 წლებში "ვალენსიაში", 2005-08 წლებში კი "ბეტისში" თამაშობდა. "დინამოში" ჩარიცხვამდე, 2011 წლამდე კი, "ლევანტეს" ღირსებას იცავდა.
ცხადია, პრიმერადივიზიონში ესპანეთის ნაკრების ბევრ მოთამაშეს იცნობს და მატჩის შემდეგ "ფურია როხას" წევრებს მეგობრულად ელაპარაკებოდა.
"დიდი ხანია, კასილიასთან ვმეგობრობ. გარდა იმისა, რომ ის მსოფლიო დონის მეკარეა, ძალიან კარგი ადამიანიც გახლავთ.
მას და საერთოდ, ესპანელებს საქართველოს ნაკრებისგან ასეთი წინააღმდეგობა გაუკვირდათ", - ამბობს ჩისკო.
ჩისკოს განვლილი შეხვედრის თაობაზეც დავეკითხეთ:
საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ესპანეთს ასე ბევრად ძლიერ ევროპულ ნაკრებებთანაც არ გასჭირვებია.
საქართველო დაცვითი ტაქტიკით თამაშობდა, მაგრამ ეს გასაგები უნდა იყოს. გაიხსენეთ იტალიასთან ევროპის ჩემპიონატის ფინალი. სანამ ტიაგო მოტას გააგდებდნენ, ესპანეთი მანამდეც უპრობლემოდ იგებდა.
რა თქმა უნდა, ესპანელებმა თბილისში გამომგზავრებამდე იცოდნენ, რომ დიდ წინააღმდეგობას წააწყდებოდნენ, მაგრამ ამბობდნენ, რომ ასეთ რთულ მატჩს მაინც არ ელოდნენ.
ხომ ნახეთ, 87-ე წუთამდე გოლი ვერ გაიტანეს და ქართველებს მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ, გატანა თავადაც შეეძლოთ.
ალბათ, შედეგი მაინც კანონზომიერი იყო.
ძალიან მომეწონა ლორია, თავდაჯერებულად და ძალიან კარგად იდგა. მან დაამტკიცა, რომ მაღალი კლასის მეკარეა. გიორგის სწრაფად გამოჯანმრთელებასა და წარმატებას ვუსურვებ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჩისკო: საქართველოს ნაკრებში თამაში ძალიან მინდა
!UFF...! - საქართველო-ესპანეთის მატჩის გამოხმაურება ესპანურ პრესაში
საქართველო-ბელარუსი 1:0 - მონატრებული ნაღდი ქართული გოლი [VIDEO]