ბესიკ ჩიმაკაძის უკრაინული შანსი - "კრივბასი"

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონის პირველი ეტაპის შემდეგ "ვიტ ჯორჯია" დატოვა 24 წლის თავდამსხმელმა ბესიკ ჩიმაკაძემ.

ეს ფეხბურთელი თავის დროს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო. ჩიმაკაძე თბილისის "ამერიდან" გაიცნო საფეხბურთო მილეთმა.

ის "ვიტ ჯორჯიაშიც" ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე გახლდათ, კლასიკური ცხრა ნომერი, ჯანმაგარი და ორთაბრძოლებში გამორჩეული.

ასეთ ფორვარდს სხვა რომელიმე ქართულ გუნდში მოწყობა არ გაუჭირდებოდა, თუმცა შევიტყვეთ, რომ უკრაინაშია წასული და იქაურ "კრივბასში" ცდილობს თავის დამკვიდრებას.

ჩიმაკაძის უკრაინაში დარჩენის საკითხი დღე-დღეზე გადაწყდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული