თბილისის "დინამო" მარიუპოლის "ილიჩევეცს" დაუზავდა - 2:2 [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის ლიდერი თბილისის "დინამო" თურქულ შეკრებაზე ტესტ-მატჩში უკრაინულ "ილიჩევეცს" შეხვდა და 2:2 დაუზავდა.

ანგარიში "დინამომ" გახსნა - 31-ე წუთზე მერებაშვილმა ხმალაძის გადაცემა მიიღო, ორი მეტოქე მოატყუა და გაიტანა. ტაიმი ქართველებმა 1:0 მოიგეს.

მეორე ტაიმი დაიწყო და "დინამომ" ორი გოლი მიიღო: 55-ე წუთზე "ილიჩევეცის" ქართველმა ლეგიონერმა თორნიკე ოქრიაშვილმა ბუდკოვსკის გაატანინა, ხოლო 57-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით პოლიანსკიმ თავისიანები წინ გაიყვანა.

მატჩის მიწურულს მეტოქის საჯარიმოში შინდაგორიძე წააქციეს და მერებაშვილმა პენალტით დუბლი შეასრულა.

"ილიჩევეცის" შემადგენლობაში პირველ ტაიმში დავით თარგამაძემ ითამაშა, მეორეში - თორნიკე ოქრიაშვილმა. 

დინამო: ლორია, რეხვიაშვილი, ხოჭოლავა (46. კოტო), ძარია (73. ტატანაშვილი), ხმალაძე (46. კვეკვესკირი), კვარაცხელია (46. შაშიაშვილი), სეთურიძე (75. მენდი), მერებაშვილი, ალვარო, დვალი (74. შინდაგორიძე), მილხრაუმი.

VideoSportall.Ge
დინამო - ილიჩევეცი 2:2


ასევე იხილეთ:
დუშან უჰრინის დაწუნებული ესტონელი ნაკრებში გამოიძახეს
მკითხველის კომენტარები / 1 /
მილხრაუმი ზესტაფონიდან კარლ ცაისში წავიდა და დინამოში საიდან მოხვდა?
dudu
22:36 29-01-2013
0

სიახლეები პოპულარული