პირველობას არავის უთმობს "ბარსელონა", რომელიც 307 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილზე გადავიდა მადრიდის "ატლეტიკო" 298 ქულით, ხოლო "ჩელსი" 281 ქულით მესამეზე დაქვეითდა. ხუთეულში არიან აგრეთვე: "ბოკა ხუნიორსი" (არგენტინა) - 278 ქულა და "ბაიერნი" (გერმანია) - 274 ქულა.
პლანეტის ტოპ-400 კლუბს შორის მხოლოდ სამია ქართული: გორის "დილა" 103 ქულით 139-ე (145-ე წინა თვეში) პოზიციაზეა. რუსთავის "მეტალურგს" 70 ქულა აქვს და 328-ეა (338). საქართველოს ჩემპიონი "ზესტაფონი" 64 ქულით 386-ე (393) პოზიციაზეა.
"ბარსელონა" წლის საუკეთესო კლუბად დასახელდა