მსოფლიოს ტოპ-400 კლუბში სამი ქართულია: "დილა", "მეტალურგი" და "ზესტაფონი"

AutoSharing Option
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) გამოაქვეყნა იანვრის თვის საკლუბო რეიტინგები.

პირველობას არავის უთმობს "ბარსელონა", რომელიც 307 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილზე გადავიდა მადრიდის "ატლეტიკო" 298 ქულით, ხოლო "ჩელსი" 281 ქულით მესამეზე დაქვეითდა. ხუთეულში არიან აგრეთვე: "ბოკა ხუნიორსი" (არგენტინა) - 278 ქულა და "ბაიერნი" (გერმანია) - 274 ქულა.

პლანეტის ტოპ-400 კლუბს შორის მხოლოდ სამია ქართული: გორის "დილა" 103 ქულით 139-ე (145-ე წინა თვეში) პოზიციაზეა. რუსთავის "მეტალურგს" 70 ქულა აქვს და 328-ეა (338). საქართველოს ჩემპიონი "ზესტაფონი" 64 ქულით 386-ე (393) პოზიციაზეა.

ასევე იხილეთ:

"ბარსელონა" წლის საუკეთესო კლუბად დასახელდა
მკითხველის კომენტარები / 3 /
დინამოსა და ტორპედოს დრო წვიდა, ახლა დილას დროა.
vaxo
08:53 05-02-2013
0
ტორპედო სადაა?
levani
18:34 04-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული