ახალგაზრდულ ნაკრებს რუსეთში საერთაშორისო ტურნირზე იწვევენ

AutoSharing Option
ფუტსალის ასოციაციის გენერალური მდივნის, ბექა კვიციანის თქმით, არაა გამორიცხული, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა რუსეთში საერთაშორისო ტურნირზე ითამაშოს.

"შეჯიბრება 2013 წლის ბოლოს სანკტ-პეტერბურგში იმართება. ტურნირის დანიშნულებაა, რომ ახალგაზრდა მოთამაშეებმა გამოცდილება მიიღონ და დროთა განმავლობაში ეროვნული ნაკრები გააძლიერონ.

თანაც, მათ შეეძლებათ, თავი გამოიჩინონ და ძლიერ კლუბებში მოხვდნენ, რადგან ტურნირს პირდაპირ ეთერში EUROSPORT გადასცემს",
- ამბობს კვიციანი.

ამავე დროს, შევიტყვეთ, რომ ახალგაზრდა ქართველ ფუტსალელებს პოლონეთის ფეხბურთის ფედერაცია გდანსკშიც ეპატიჟება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული