მერაბ რატიანი ამბობს, რომ მისი დაპატიმრება სწორედ თბილისის "დინამოს" უკავშირდებოდა:
- 2000 წელს თბილისის "დინამოში" თანხების გაფლანგვის საბაბით დამაკავეს. მაშინაც, რეალურად, გუნდის წართმევა სურდათ, მაგრამ საბუთებს ხელი არ მოვაწერე და "დინამო" არ დავთმე, თუმცა მაშინდელმა სასამართლომაც კი დარბაზიდან გამათავისუფლა.
2007 წელს ეს ამბავი ისევ ამოქექეს, რადგან იმ პერიოდში ბადრი პატარკაციშვილი
- ოფიციალურად, ნარკოტიკის მოხმარებაზე დაგაკავეს.
- ნარკოტიკის ამბავი გაქრებოდა და "დინამოსაც" დამიბრუნებდნენ, ტელევიზიით ბადრის საწინააღმდეგო ჩვენებას თუ მივცემდი. ეს იყო საბაბი და მეტი არაფერი.
- ახლა რას აპირებთ?
- დარწმუნებული ვარ, მალე სამართლიანობა აღდგება, სარჩელს აუცილებლად შევიტან.
- "დინამო" ხელიდან ხელში იმდენჯერ გადავიდა, ბევრი ფიქრობს, რომ ახლა დავა ძალიან გაგიჭირდებათ. მეორე მხრივ, გუნდის ამჟამინდელმა მეპატრონემ რომან ფიფიამაც გუნდისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა...
- მესმის, რომ ბევრი რამ გააკეთა და ფიფიამ მართალი თქვა, ჩვენ ერთმანეთში გასარკვევი არაფერი გვაქვს. ან რომ შევხვდეთ, რაზე უნდა ველაპარაკო, კლუბში ვინ რამდენი ფული ჩავდეთ? ჩვენზე მეტი "დინამოში" რომ არავის დაუხარჯავს, ეს დანამდვილებით ვიცი. თუმცა, მეორე მხარეა - მაინტერესებს, 2000 წელს "დინამო" კანონიერად ჩამომართვეს? ან როგორ შევეგუო, უსამართლოდ რომ მომექცნენ.
ათას რამეს მაბრალებდნენ, მაგრამ გუნდი ჩემი იყო და რის საფუძველზე წამართვეს? ერთოთახიან ბინას რომ ყიდულობენ, მაშინ ინტერესდებიან, საბუთები წესრიგში არის თუ არა და მე ის მიკვირს, "დინამოზე" კითხვა არ დაიბადება, რატომ იყო სადავო?
ვეტერანმა ფეხბურთელებმა კარგად იციან, იყო თუ არა ეს საკითხი იურიდიულად კანონიერად გაფორმებული.
აქვე მინდა ჩვენს ხელში გაზრდილ ორ ფეხბურთელზეც გითხრათ: კახა კალაძეს ახალი საქმიანობის დაწყებას ვულოცავ. კახა განათლებული ბიჭი იყო და დარწმუნებული ვარ, ისეთივე წარმატებული მინისტრი იქნება, როგორიც ფეხბურთელი იყო. მიხარია, რომ გიორგი დემეტრაძე უკვე თავისუფალია. მადლობა მას, რომ ყველა ინტერვიუში თბილად მიხსენიებდა. ციხეში ყოფნისას ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავდა.
- თბილისის "დინამოსთან" დაკავშირებით არაერთი კითხვა არსებობს...
- მე მზად ვარ, ყველა ამ კითხვაზე დაწვრილებით და დასაბუთებულად გავცე პასუხი. ახლა კი ამ მოკლე ინტერვიუთი შემოვიფარგლოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ვინ შეჭამა თბილისის "დინამო"? [სკანდალური დოკუმენტები]
ლერი სულაბერიძე: რომან ფიფიას ამ პოზიციაზე ყოფნას არ ვურჩევ
საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" განცხადება
მერაბ ჟორდანიას განცხადება თბილისის "დინამოსთან" დაკავშირებით
კვირის 1000 წვრილმანი: დაუბრუნდება თბილისის "დინამო" დამფუძნებლებს?