თუმცა 35 წლის ფეხბურთელი ამბობს, რომ გამოსათხოვარ მატჩს საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ თავად გამართავს.
"მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა: გაცილების მატჩის ან მსგავსი ღონისძიების ჩატარება არასოდეს მომითხოვია. უბრალოდ, გულისტკივილი და სურვილი გამოვხატე, რომ დამსახურებულ ფეხბურთელებს მომავალში მაინც დაემშვიდობონ ღირსეულად.
სფფ-ს კი დიდ
ჩათვალონ, რომ ჩემგან მათი ეს განცხადება და თანადგომა მიღებულია... რაც შეეხება განცხადებაში ნახსენებ ნოემბერში გასამართ მატჩს, თუ საჭიროდ ჩათვლიან, შეუძლიათ ჩაატარონ.
თუმცა ვიმეორებ - არც ვალდებულნი არიან, ასეთი შეხვედრის ჩატარება არც მითხოვია და არც მჭირდება...
როცა საფეხბურთო კარიერას დავასრულებ, გამოსათხოვარ მატჩს თავად გავმართავ ჩემი ორგანიზებითა და სახსრებით!" - განაცხადა კობიაშვილმა.
ინტერვიუს სრული ვერსია
რატი შელეგია
www.kvirispalitra.ge
ასევე იხილეთ:
ოპტიმალური გამოსავალი: კობიაშვილს და იაშვილს ნოემბერში გავაცილებთ
რევაზ არველაძე: ვერანაირ პრეტენზიას ვერ მივიღებ
კახა კალაძე ლევან კობიაშვილის განცხადებაზე: სფფ-ში უნდა გამოფხიზლდნენ!
ალექსანდრე იაშვილი: სულ ცოტა, ღირსეულ მადლობას ვიმსახურებდით
მივდივარ, მაგრამ დავბრუნდები - ლევან კობიაშვილის მიმართვა გულშემატკივარს