კარლ-ჰაინც რუმენიგემ კაცი თბილისშიც გამოუშვა

AutoSharing Option
თბილისში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული ევროპის კლუბების ასოციაციის (ECA) წარმომადგენელი ოლივიერ იაროში.

ამ ორგანიზაციაში საქართველოდან სამი კლუბია გაწევრიანებული: "დინამო თბილისი", "ვიტ ჯორჯია" და "ზესტაფონი". ჟენევიდან ჩამოსული სტუმარიც ამ კლუბების წარმომადგენლებს შეხვდა.

ევროპის კლუბების ასოციაცია საკმაოდ სოლიდური ორგანიზაციაა, რომლის პრეზიდენტიც კარლ-ჰაინც რუმენიგე გახლავთ. ECA, ფაქტობრივად, G14-ის ბაზაზე შეიქმნა და ბევრი მნიშვნელოვანი საქმეც გააკეთა - უეფამ თითქმის ყველა ის პროექტი განახორციელა, რომლის თანაავტორი ევროპის კლუბების ასოციაცია გახლდათ.

ქართული კლუბებისთვის ECA-ს საქმიანობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. მაგალითად, ამ ორგანიზაციის შუამდგომლობით უეფამ გაზარდა სოლიდარობის ფონდი იმ
კლუბებისთვის, რომლებიც ვერ ხვდებიან ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე ან საერთოდ ვერ მონაწილეობენ ევროსარბიელზე.

ECA ამ ეტაპზე ფიფასთან და უეფასთან იმაზეც მუშაობს, რომ კლუბებს დამატებითი შემოსავლები გაუჩნდეთ. ECA-ს ძალისხმევით კლუბები ფიფასგან და უეფასგან იღებენ თანხას იმის მიხედვით, მათი ფეხბურთელები რამდენ მატჩს ჩაატარებენ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ახლა კი ECA იმასაც ცდილობს, რომ კლუბებმა მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებში მათი მოთამაშეების გაშვებისთვისაც მიიღონ თანხები.

იაროშის ვიზიტი საქართველოში პირველი იყო. ეს ორგანიზაცია რეგიონალურ თავყრილობებსაც აწყობს და არ არის გამორიცხული, მალე თბილისშიც გაიმართოს აღმოსავლეთ ევროპის კლუბების შეხვედრა ECA-ს ეგიდით.

ასევე იხილეთ:
ბუბა ტყავაძე: ევროპული ტურნირები ძველებურად ჩატარდება
თბილისის "დინამო" ევროპული კლუბების ასამბლეაზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული