გორის "დილა" "ლელოში" დაბეჭდილ სტატიას გამოეხმაურა

AutoSharing Option
გორის "დილა" ყოველდღიურ სპორტულ გაზეთ "ლელოში" დაბეჭდილ ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია "დილას" ახსენებს (იხილეთ ვრცლად).

გთავაზობთ გორული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას უცვლელად:

"დღეს "ლელოში" გამოქვეყნებულ ინტერვიუში, რომელმაც ძალიან აღგვაშფოთა, სადაც გვინდა დავიჯეროთ, რომ ეს რომან ფიფიას პირადი აზრი არ არის, გთავაზობთ ციტატას ამ ინტერვიუდან:

"ტოტალიზატორების პროგრამიდან მაინცდამაინც "დილას" მატჩების ამოღებას ფედერაციის მხრიდან ადეკვატური რეაგირება უნდა მოჰყვეს".

იმ დიდ სიბინძურეს, რომელსაც ფიფია აღნიშნავს, პირადად რომან ფიფიასთან ერთად მზად ვართ ვითანამშრომლოთ და ვებრძოლოთ სიბინძურეს სხვა გუნდებთან ერთად.

გთავაზობთ ტოტალიზატორიდან ამოღებულ ინფორმაციას, სადაც დღევანდელი თასის 1/4-ფინალური მატჩი "დინამო"-"გურია" არის ამოღებული."

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
გორის დილა ყველა თამაშს აწყობს ... სირცხვილია თავს რო იმართლებთ :(( მეც ვნახე რომ კუშები ამოიგეს ჩიხურა- დილას თამაში 1.3 ქონდა ჩიხურას მოგებას.. და განმეორებითან რეზერვები გამოიყვანეს , ეგ იგივეა რო დაუცვე გუნდს.. ახლა ვიგაცა იტკვი 3-0 ქონდა ცაგებული და რა აზრი ქონდაო ? პრესტიჯის ამბავია სახლში როცა თამაშობ 3-0 ის მერე არ უნდა ცააგო და ბოლომდე იბრძოლო!
0
სანამ რამეს დაწერდეთ ჯერ გაიგეთ საერთოდ რა ხდება.. ჯერ ერთი დინამოს თამაში ამოგებული არ იყო, არამედ საერთოდ არ იყო შეტანილი პროგრამაში .. მეორე,ტერმინი ამოგებული თამაში ნიშნავს იმას რომ გარკვეული თანხის დადების შემდეგ როცა ამოიგებენ თამაშს მაგალითად პირველი თამაში რომ იყო ჩიხურა - დილა , 2.6 ქონდა ჩიხურას მოგებას და იმდენი ფული დაიდო 1 ნზე , რომ ეუროპაბეთმაც და უცხოურმა ტოტალიზატორებმა ამოიგეს ეგ თამაში. მანამდე ზოგიერთმა 1.4 ზე დაწია კოეფიციენტი და შემდეგ ამოიგო პროგრამიდან. სხვათაშორის დგესაც დაწყებამდე 5 წუთით ადრე დაიდო ეუროპაბეთში ფულლი 2 ნზე და 4.2 დAN 2.8 ზე ჩამოიყვანეს კუში..
moka
20:54 10-04-2013
0

სიახლეები პოპულარული