გორის "დილა" "ლელოში" დაბეჭდილ სტატიას გამოეხმაურა

AutoSharing Option
გორის "დილა" ყოველდღიურ სპორტულ გაზეთ "ლელოში" დაბეჭდილ ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია "დილას" ახსენებს (იხილეთ ვრცლად).

გთავაზობთ გორული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას უცვლელად:

"დღეს "ლელოში" გამოქვეყნებულ ინტერვიუში, რომელმაც ძალიან აღგვაშფოთა, სადაც გვინდა დავიჯეროთ, რომ ეს რომან ფიფიას პირადი აზრი არ არის, გთავაზობთ ციტატას ამ ინტერვიუდან:

"ტოტალიზატორების პროგრამიდან მაინცდამაინც "დილას" მატჩების ამოღებას ფედერაციის მხრიდან ადეკვატური რეაგირება უნდა მოჰყვეს".

იმ დიდ სიბინძურეს, რომელსაც ფიფია აღნიშნავს, პირადად რომან ფიფიასთან ერთად მზად ვართ ვითანამშრომლოთ და ვებრძოლოთ სიბინძურეს სხვა გუნდებთან ერთად.

გთავაზობთ ტოტალიზატორიდან ამოღებულ ინფორმაციას, სადაც დღევანდელი თასის 1/4-ფინალური მატჩი "დინამო"-"გურია" არის ამოღებული."

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
გორის დილა ყველა თამაშს აწყობს ... სირცხვილია თავს რო იმართლებთ :(( მეც ვნახე რომ კუშები ამოიგეს ჩიხურა- დილას თამაში 1.3 ქონდა ჩიხურას მოგებას.. და განმეორებითან რეზერვები გამოიყვანეს , ეგ იგივეა რო დაუცვე გუნდს.. ახლა ვიგაცა იტკვი 3-0 ქონდა ცაგებული და რა აზრი ქონდაო ? პრესტიჯის ამბავია სახლში როცა თამაშობ 3-0 ის მერე არ უნდა ცააგო და ბოლომდე იბრძოლო!
0
არაფერიც არ იყო ამოგებული.. სანამ რამეს დაწერდეთ ჯერ რაზეა ლაპარაკი ის მაინც გაიგეთ, დინამო ამოგებული კი არა საერთოდ არ იყო შეტანილი პროგრამაში , აი დილას კოეფიციანტი კი დწყებამდე 5 წუთIთ ადრე 1.7 დან 2.35 ზე ავიდა და 1-2 დამთავრდა .. სწორედ ამაზეა ლაპარაკი..
0

სიახლეები პოპულარული