გთავაზობთ გორული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას უცვლელად:
"დღეს "ლელოში" გამოქვეყნებულ ინტერვიუში, რომელმაც ძალიან აღგვაშფოთა, სადაც გვინდა დავიჯეროთ, რომ ეს რომან ფიფიას პირადი აზრი არ არის, გთავაზობთ ციტატას ამ ინტერვიუდან:
"ტოტალიზატორების პროგრამიდან მაინცდამაინც "დილას" მატჩების ამოღებას ფედერაციის მხრიდან ადეკვატური რეაგირება უნდა მოჰყვეს".
იმ დიდ სიბინძურეს, რომელსაც ფიფია აღნიშნავს, პირადად რომან ფიფიასთან ერთად მზად ვართ ვითანამშრომლოთ და ვებრძოლოთ სიბინძურეს სხვა გუნდებთან ერთად.