"გაგრას" ყოფილ თავკაც ანატოლი პისკოვეცს "ვოლინი" ჩააბარეს

AutoSharing Option
"გაგრას" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ანატოლი პისკოვეცი ლუცკის "ვოლინის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებს.

უკრაინის პრემიერლიგის ამ კლუბის დამრიგებელი წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ანატოლი დემიანენკო გახლდათ. სწორედ მან მიიწვია პისკოვეცი სარეზერვო გუნდის მთავარ მწვრთნელად, მაგრამ წარუმატებელი თამაშის შემდეგ დემიანენკო მოხსნეს, "გაგრას" ყოფილი დამრიგებელი კი პოსტს დროებით დაიკავებს.

დემიანენკოს ხელმძღვანელობით, გუნდმა 3 ქულა ბოლოს 2012 წლის 24 დეკემბერს მოიპოვა, მაგრამ უკვე მე-9 ტურია, "ვოლინს" არ მოუგია და დემიანენკო იძულებული გახდა, გადამდგარიყო.

შეგახსენებთ, რომ 65 წლის უკრაინელი სპეციალისტი "გაგრას" 2010-12 წლებში ავარჯიშებდა და მისი ხელმძღვანელობით
გუნდმა საქართველოს თასი მოიპოვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

პისკოვეცი: ეს ქართული ფეხბურთის გამარჯვებაა
ანატოლი პისკოვეცი: ქართული ფეხბურთის პრესტიჟისთვის ყველაფერს გავაკეთებთ
ანატოლი პისკოვეცი: ნიჭიერი მოთამაშეების დაწუნება ქართული ფეხბურთის უბედურებაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული