მიშელ პლატინი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ბიზნესცენტრში UEFA-ს პრეზიდენტს, მიშელ პლატინის შეხვდა. შეხვედრას საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანიც ესწრებოდნენ.

როგორც პრემიერის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, შეხვედრაზე მხარეებმა ქართული ფეხბურთის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მიშელ პლატინიმ ბიძინა ივანიშვილს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

პლატინი სპორტის სასახლეში UEFA-ს ფუტსალის ოთხთა ფინალის გახსნას დაესწრება, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ფუტსალის ოთხთა ფინალს თბილისში მიშელ პლატინი გახსნის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული