"დინამო თბილისს", რომლის რიგებშიც 4 ესპანელი მოთამაშე ირიცხება, ლიგაში გამარჯვებას ერთი ნაბიჯი აშორებს.
გარდა ამისა, ჩისკო მუნიოსს 21 გოლი აქვს გატანილი და ლიგის საუკეთესო ბომბარდირია. გუნდი, ასევე, თასის ნახევარფინალშია გასული და დუბლის მოპოვება შეუძლია.
უეფას ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელ (1981 წელი), საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონ (1964 და1978 წლებში) და საქართველოს ჩემპიონატის 13-გზის გამარჯვებულ "დინამო თბილისს" უკვე 5
ჩისკო მუნიოსი, მიკელ ალვარო (გოლის ავტორი ცხრილში მეორე ადგილზე მყოფ გორის "დილასთან" 1-0 დამთავრებულ მატჩში, რამაც ჩემპიონის ტიტულის ბედი თითქმის გადაწყვიტა), უსტარიცი და კარლეს კოტო არიან იმ შემადგენლობის წევრები, რომელიც ჩემპიონის ტიტულის მოპოვებასთან ერთ ნაბიჯშია.
დარჩენილ სამ თამაშში ერთი გამარჯვება ამ მიზნის მისაღწევად საკმარისია. გარდა ამისა, ჩისკო მუნიოსი ლიგის ბომბარდირია (პიჩიჩი) 21 გოლით.
იხილეთ ვიდეო
"რეკრეატივოს", "ბეტისის" და "ვალენსიას" ყოფილი მოთამაშე გუნდის ცენტრალური ფიგურაა გუნდის, რომლის წევრობაც ძალიან მოსწონს, იმდენად, რომ ესპანეთში დაბრუნებას გამორიცხავს:
"კონტრაქტის თანახმად, ერთი წელი დამრჩა და იმედი მაქვს, ჩემპიონთა ან ევროპის ლიგაში თამაშს მოვახერხებთ. ვიცი, რომ ესპანეთში დაბრუნების შემთხვევაში ამ მიზნებისათვის ვერ ვიბრძოლებ და გარდა ამისა, არსებული კრიზისის გამო გადახდისუნარიანი კლუბების მოძებნაც კი ჭირს. აქ კი საუკეთესო პირობებია".
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ფეხბურთის დონე ახლოსაც ვერ მიდის ესპანურთან, ჩისკო ხაზგასმით აღნიშნავს "დინამოს" განსაკუთრებულ პირობებს და ინფრასტრუქტურას:
"ისეთი ბაზა გვაქვს, რომლის მსგავსიც ჩემი ესპანეთში თამაშის დროს არსად გვქონია, ალბათ, "ვალენსიის" გარდა".
32 წლის ასაკში ჩისკო უკვე სამწვრთნელო კარიერაზე ფიქრობს და ქართულ გამოცდილებას ამ გზაზე მიმავალ პირველ ნაბიჯად აღიქვამს:
"მეხმარება ინგლისურის სწავლა და სამწვრთნელო მუშაობის სხვა ასპექტებზე დაკვირვება".
საქართველოს ნაკრების შესახებ, რომელიც ესპანეთის მეტოქეა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში, აღნიშნავს:
"გუნდი განვითარების პროცესშია, მაგრამ ვერ ვხედავ იმის წინაპირობას, რომ ფინეთის მსგავსად, სიურპრიზი შემოგვთავაზონ. საქართველოში ჩვენ ძალიან გვაფასებენ".
fcdinamo.ge