რევაზ არველაძე: მიშელ პლატინი საქართველოდან უზომოდ კმაყოფილი წავიდა

AutoSharing Option
ფუტსალის თასის ოთხთა ფინალზე დასასწრებად ჩამოსულმა უეფას პრეზიდენტმა თბილისში ოფიციალური შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან გამართა.

შეხვედრის დეტალები არ გახმაურებულა, თუმცა, ფაქტია, რომ საუბარი ქართულ ფეხბურთსა და სამომავლო პროექტებზე იქნებოდა.

მიშელ პლატინის ვიზიტზე კომენტარი სფფ-ის გენერალურმა მდივანმა - რევაზ არველაძემ გააკეთა.

რევაზ არველაძე: "უეფას პრეზიდენტის ვიზიტი ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა და ასე იყო ახლაც. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ საქართველომ მიშელ პლატინის კიდევ ერთხელ უმასპინძლა.

შედგა ძალზე მნიშვნელოვანი და პოზიტიური შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, რომელსაც მე და ფედერაციის პრეზიდენტი - ზვიად სიჭინავა ვესწრებოდით.

დაისახა კონკრეტული გეგმები და ითქვა, რომ სახელმწიფო აუცილებლად დაეხმარება ქართულ ფეხბურთს.

რაც მთავარია, პლატინი დაესწრო უეფას ფუტსალის თასის ოთხთა ფინალის გახსნას და უზომოდ კმაყოფილი წავიდა.

მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სპორტის სასახლეში არსებულმა ატმოსფერომ, უამრავმა გულშემატკივარმა...

ძალიან გვიხარია, რომ უეფას პრეზიდენტი კმაყოფილი დარჩა. ფუტსალის ეს ტურნირი ხომ ფაქტობრივ
ად, გენერალური რეპეტიცია იყო 2015 წლის სუპერთასისთვის."

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 3 /
>რევაზ არველაძე: მიშელ პლატინი >საქართველოდან უზომოდ კმაყოფილი >წავიდა

ყველა თანამდებობის პირი ხალხს "აბოლებს" როგორც შეუძლია.

კმაYოფილი? შეიდზლება. თუმცა ამას არავითარ შემთხვევაში ფეხბუთთან არაფერი კავშირი არ ქონდა 100%.
ssss
05:42 04-05-2013
0
რამ გაახარა ერთი მაინტერესებს - თანამედროვე დონის საფარმა თუ სტადიონების სიმრავლემ. სირცხვილია ხალხო ბათუმის დიმანოს ქობულეთში უწევს თამაშების ჩატარება და არანაირი ნორმალური პირობა არ გააჩნიათ, რა გახდა 1 საშუალო დონის სატადიონი.. მიხედეთ ქართულ კლუბებს !!!
Levan
19:41 02-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული