ზვიად სიჭინავა: დიდ პროექტზე ვმუშაობთ, რომელიც ბევრ რამეს შეცვლის

AutoSharing Option
გასულ კვირას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ზესტაფონში იმყოფებოდა, სადაც მას შეხვედრები ჰქონდა ადგილობრივ მუნიციპალიტეტში და ზესტაფონელ გულშემატკივართან. სფფ-ის პრეზიდენტმა ამ თემაზე სატელევიზიო კომენტარიც გააკეთა.

საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ განმარტავს და რამდენიმე მედიასაშუალებაში არასწორი კონტექსტით გაჟღერებულ კომენტარზე საუბრობს:

"მე ყველა გუნდის გულშემატკივარი ვარ და მინდა, რომ ყველგან იყოს ფეხბურთი. ამიტომაც დავდივარ ყველგან და ყოველთვის ჩავალ, სადაც საჭირო იქნება.

კმაყოფილი ვარ "ზესტაფონის" გულშემატკივრებთან შეხვედრით. გ
ამიხარდა, რომ ამდენი ადამიანი გულწრფელად იყო გაერთიანებული თავისი საყვარელი გუნდის გარშემო.

ამ ეტაპზე ფედერაცია სპორტის სამინისტროსთან ერთად მუშაობს დიდ პროექტზე. ეს არის პროექტი, რომელმაც შეიძლება ძალიან ბევრი რამ უკეთესობისკენ შეცვალოს ქართულ ფეხბურთში და გადაჭრას ბევრი პრობლემა.

ვფიქრობ, ამ თვის ბოლომდე ყველაფერი გაირკვევა. დეტალებზე საუბარი ჯერ არ მინდა, სანამ საქმე ბოლომდე არ მივა.

ჩემ მიერ ხსენებული პროექტი სწორედ სიახლეებს უკავშირდება და ეს აშკარად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ეს არის ფეხბურთის ფედერაციისა და სახელმწიფოს ერთობლივი გეგმა.

საკითხი ჩვენ უკვე გავიარეთ ბატონ ლევან ყიფიანთან. ფედერაცია ამზადებს საკუთარ ხედვას, ხოლო სპორტის სამინისტროს სპეციალისტები პარალელურად მუშაობენ თემაზე და საბოლოოდ, ამ ყველაფრის შეჯერება მოხდება.

აქვე მინდა ერთ საკითხსაც შევეხო. ზესტაფონში ჩემი ყოფნისას ადგილობრივებთან და მედიის წარმომადგენლებთან ვისაუბრე კლუბში არსებულ პრობლემებზე.

შემდეგ კი, სამწუხაროდ, პრესის საშუალებით ჩემი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტირება მოხდა. იცით ჩემი ურთიერთობა მედიასთან. უარს არასდროს ვამბობ არც კომენტარზე, არც ინტერვიუზე და ვთვლი, რომ ფედერაციას მედიასთან ურთიერთობა მოწესრიგებული აქვს.

იყო შეკითხვა, თუ რატომ არ ჩავიდა სპორტის მინისტრი იმ დღეს ზესტაფონში და რატომ ჩავიდა რამდენიმე დღით ადრე გორში. ამაზე ვუპასუხე, რომ ის მინისტრია და თავისი გრაფიკის შესაბამისად გეგმავს შეხვედრებსა და ვიზიტებს.

მე და მინისტრს გვქონდა საუბარი კლუბებთან მიმართებაში დაფინანსების ე.წ. დომინოს პრინციპზე. ორივემ ვთქვით და ღიად დავაფიქსირეთ, რომ თუ სიტუაცია ამ "დომინოს პრინციპით" წავა, ჩვენ ყველგან ჩავალთ და ყველას დაველაპარაკებით. ფედერაცია ვალდებულია და ამას აუცილებლად გააკეთებს. ბატონმა ლევანმაც დაადასტურა, რომ სადაც საჭირო იქნება, ყველა რეგიონს ესტუმრება.

როგორც მე მაქვს ინფორმაცია, მინისტრი ზესტაფონში ჩასვლასაც გეგმავს.

ბოლო პერიოდში ფედერაცია და სპორტის სამინისტრო ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ; ურთიერთობები დარეგულირდა და მუდმივ სამუშაო რეჟიმში ვართ, რაც ძალიან კარგია, უპირველესად, ქართული ფეხბურთისთვის".


სფფ-ის პრესსამსახური

ასევე იხილეთ:

ლევან ყიფიანი: ჩვენი პროგრამის შესახებ ილია კოკაიამაც იცოდა!
დომინოს პრინციპი - ილია კოკაია "ზესტაფონს" არ მიატოვებსო...
ზვიად სიჭინავა: ილია კოკაიას მეგობრულად ვთხოვ, არ მიატოვოს "ზესტაფონი"
ფრიდონ ინჯია: ბატონო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტო, გაგვეცით პასუხი!
ზვიად სიჭინავა: გადადგნენ ბლატერი და პლატინი და მეც გადავდგები!
მკითხველის კომენტარები / 2 /
დომენტია, რაის თანამშრომლობთ ბიჯო? თუ თანამშრომლობთ მოიწვიოს სპორტის მინისტრმა პრესკონფერენცია და განაცხადოს რომ სფფ-სთან ერთად იწყებს ფეხბურთის რეფორმის განხორციელებას, წარმოადგინეთ ერთობლივი კონცეფცია და პროექტი. სამინისტრო ალთას არის, სფფ - ბალთას! თქვენ სავარძლებს ებღაუჭებით, სამინისტრო კი თქვენ არ გენდობათ და ასე ცალმხრივად თქვენი განცხადებები რომ ერთობლივად აპირებთ რამეს არადამაჯერებელია.
უძლევი
03:12 17-05-2013
0
იმენა კიდია ყველას ქართული ფეხბურთი რა ვნახავ ერთი რას გააკეტებენ ესენი დ*დას შ*****
dato
22:15 16-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული