მსოფლიოს საკლუბო რეიტინგში დინამომ 5 ნაბიჯით წაიწია

AutoSharing Option
ევროპის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS), რომელიც ყოველთვიურად მსოფლიოს საკლუბო რეიტინგს აქვეყნებს, ხოლმე, ახალი 350-გუნდიანი სია გამოამზეურა, სადაც საქართველოდან კვლავაც სამი წარმომადგენელია შეტანილი.

ქართული კლუბებიდან საუკეთესო პოზიცია ისევ თბილისის "დინამოს" უკავია, რომელიც რეიტინგში ხუთი საფეხურით დაწინაურდა და 128-ედან 123-ე პოზიციამდე აინაცვლა; ჩვენი კლუბებიდან მეორეა "ზესტაფონი". ფეროელები წინა თვეში 233-ეები იყვნენ, ახლა კი 246-ეები არიან. ქართულ სამეულს "ვიტ ჯორჯია" ასრულებს, რომელიც 313-ედან 338-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

შეგახსენებთ, წინა წლებში ამსოფლიოს საკლუბო რეიტინგში უმეტესად, ოთხი ქართული კლუბი ხვდებოდა, მაგრამ ბოლო თვეებია, ჩამონათვალში
ვეღარ ვხვდებით ჩვენი ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ რუსთავის "ოლიმპს".

რაც შეეხება რეიტინგის საუკეთესო კლუბებს, პირველობას არავის უთმობს ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული "ინტერი". მოწინავე სამეულში პოზიციები შეინარჩუნეს "ბარსელონამ" და "ბაიერნმაც", ყველაზე დიდი ნახტომი კი "რეალმა" გააკეთა, რომელიც გასულ თვეში მე-19 იყო, ახლა კი მერვეა.

საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება: 1. ინტერი (იტალია), 2. ბარსელონა (ესპანეთი), 3. ბაიერნი (გერმანია), 4. ჩელსი (ინგლისი), 5. ლივერპული (ინგლისი), 6. ატლეტიკო (ესპანეთი), 7. ესტუდიანტესი (არგენტინა), 8. რეალი (ესპანეთი), 9-10. ანდერლეხტი (ბელგია), ინტერნასიონალი (ბრაზილია).


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული