მალდინი, ამბროზინი და ინძაგი ქომაგს ქართულად მიმართავენ [VIDEO]

AutoSharing Option
31 მაისს "დინამო არენაზე" კახა კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩი შედგება.

მატჩის პირობითი სახელწოდება - "მილანი"-"კალაძის მეგობრების" წინააღმდეგ იქნება. "მილანის" გუნდში ფეხბურთის ვარსკვლავები - პაოლო მალდინი, ალესანდრო კოსტაკურტა, ანდრეი შევჩენკო, კრისტიან ვიერი, ფილიპო ინძაგი და კიდევ სხვა ფეხბურთელები ითამაშებენ. გუნდის მწვრთნელი კი, კარლო ანჩელოტი იქნება.

კახი კალაძის გამოსამშვიდობებელ მატჩზე ბილეთები 22 მაისიდან გაიყიდება, ღირებულება კი 5-დან 10 ლარამდე იქნება. მატჩი 31 მაისს 20.30 საათზე დაიწყება.

უკვე გავრცელდა ოფიციალური ვიდეო-მოსაწვევი, რომელშიც იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავები პაოლო მალდინი, ფილიპო ინძაგი და მასიმო ამბროზინი ქართულ ენაზე
საუბრობენ და ქომაგს მატჩზე ეპატიჟებიან.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული