გადავარჩინოთ ქართული ფეხბურთი - კლუბებმა სოლიდარობის ნიშნად პრესკონფერენციები გამართეს

AutoSharing Option
20 მაისს, 11:00 საათზე, თენგიზ ბურჯანაძის სახ. სტადიონზე გაიმართა პრესკონფერენცია, რომელიც მიეძღვნა იმ გუნდებს, რომლებიც საჭიროებენ მხარდაჭერას სახელმწიფოსგან, სახელწოდებით "გადავარჩინოთ ქართული ფეხბურთი".

პარალელურად, ამავე დროს სხვადასხვა ქალაქში გაიმართა მსგავსი პრესკონფერენციები: ბოლნისში, ზუგდიდში, ბათუმში, ფოთში და ა.შ.

გთავაზობთ პრესსამსახურის განცხადებას აღნიშნულ ღონისძიებაზე:

ზურაბ კარტოზია: "მოგეხსენებათ, ერთი კვირის უკან სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი კლუბები შეიკრიბნენ, სადაც მივმართეთ საქართველოს მთავრობას, ყველა კლუბისთვის გამოეყოთ ფინანსური დახმარება და იქვე გადაწყდა, რომ ჩვენ დღევანდელ დღეს, 20 მაისს შევიკრიბებოდით სოლიდარობის ნიშნად და გავაკეთებდით პრესკონფერენციას, რათა მთავრობა გვერდში დაუდგეს
სახელმწიფო როტაციაზე მყოფ კლუბებს. ჩვენ ვუერთდებით ამ აქციას და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი სასიკეთოდ გადაწყდება."


fcdila.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული