"დინამოს" აკადემია "ვილიარეალის" წინააღმდეგ

AutoSharing Option
16 ივნისს "დინამოს" აკადემიის 1999 წელს დაბადებულთა გუნდი (U-14) ბაქოში გაემგზავრება, სადაც კახა ცხადაძის კლუბის, "ინტერის" ორგანიზებულ საერთაშორისო ტრადიციულ ტურნირზე IBA CUP-ზე ითამაშებს.

ტურნირის გამარჯვებისთვის ჯგუფის პირველ-მეორეადგილოსნები იბრძოლებენ.

თბილისელები B ჯგუფში მოხვდნენ, სადაც საკმაოდ ძლიერი გუნდები ითამაშებენ: შვედური "იორგორდენი", ბელგრადის "პარტიზანი" და ესპანური "ვილიარეალი".

A ჯგუფში კი იასპარეზებენ ფრანკფურტის "აინტრახტი", ლვოვის "კარპატი", თურქული "ბეშიქთაში" და მასპინძელი ბაქოს "ინტერი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული