ლევან ხმალაძე: წარუმატებლობა არც ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა იქნება

AutoSharing Option
10 ივნისს თბილისის "დინამოს" ფეხბურთელებმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ბაზასთან არსებულ კლინიკაში სამედიცინო შემოწმება გაიარეს.

შემოწმების გავლის შემდეგ კლუბის ოფიციალური საიტისთვის კომენტარი ლევან ხმალაძემ გააკეთა:

"განვლილი სეზონის წინ დასახული მიზანი შესრულებულია. ჩემპიონები გავხდით და თასიც მოვიგეთ.

რთული და დამღლელი სეზონის შემდეგ კარგადაც დავისვენეთ. ახლა კი ყველანი იმაზე ვფიქრობთ, რომ კარგად წარმოვაჩინოთ ჩვენი გუნდი ევროასპარეზზე.

ჩვენი მიზანი ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა. კარგი იქნება, თუკი ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ეტაპზე ვითამაშებთ, თუმცა არც ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას მივიჩნევ
წარუმატებლობად".

ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამო" ავსტრიულ შეკრებაზე შესაძლოა "კრასნოდარს" დაუპირისპირდეს
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდიი იბლატავე, შენგან რა მიდის?
ramo
21:49 10-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული