სომხები თბილისის "დინამოსგან" ბოდიშის მოხდას ოფიციალურად ითხოვენ

AutoSharing Option
17 ივნისს თბილისში გამართული "დინამო"-"შირაქის" ამხანაგური მატჩის შემდეგ სომხეთში ვნებები არ ცხრება.

ქართველ და სომეხ გულშემატკივრებს შორის მომხდარ მცირე ინციდენტზე ამჯერად გიუმრის "შირაქის" ფან-კლუბის კოორდინატორმა არტურ გევორქიანმა ილაპარაკა. რადიო "აზატუტიუნთან" მან თქვა, რომ სომხეთის ჩემპიონების გულშემატკივრები თბილისის "დინამოსგან" ბოდიშის მოხდას ოფიციალურად ითხოვენ.

რადიოსთან საუბარში გევორქიანმა ინციდენტის დეტალები გაიხსენა და დასძინა, რომ მართალია, მათი მხრიდან არავინ დაზარალებულა, მაგრამ სამაგიეროდ, მათ რიგებში მყოფი გოგონები ძალიან შეშინდნენ.

რადიოსთან კომენტარი გააკეთა "შირაქის" პრესმდივანმა ანა თადევოსიანმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ თბილისის "დინამოს" ქომაგებმა არასწორად გაიგეს სომხების
შეძახილი "ტასიბ" ("ღირსება").

"როგორც ყოველთვის, ჩვენები სკანდირებდნენ "ტასიბოვ" ("ღირსეულად"), ქართველებს კი მოეჩვენათ, რომ "როსიას" გაიძახოდნენ. საპასუხოდ მათაც დაიწყეს "აზერბაიჯანის" ძახილი",
- ყვება თადევოსიანი.

მისივე თქმით, ქართველები სომხური გუნდისა და მისი გულშემატკივრების მიმართ აგრესიულად რომ იყვნენ განწყობილნი, ეს ჯერ კიდევ თბილისში გამომგზავრებამდე იცოდნენ. თადევოსიანი ამბობს, რომ "დინამოს" გულშემატკივრები "შირაქის" "ფეისბუქის" გვერდზე აგრესიულ შეტყობინებებს ტოვებდნენ, რის შესახებ გიუმრის კლუბმა ქართველ კოლეგებს აცნობა კიდეც.

სომხური კლუბის პრესმდივანი აცხადებს, რომ კლუბი უეფაში ჩივილს არ აპირებს - ჯერ ერთი, რომ ეს თავად არ სურთ, და მეორეც - ამის უფლება არ აქვთ, რადგან ამხანაგური შეხვედრების შემთხვევაში ასეთი რამ გათვალისწინებული არაა.

თადევოსიანის თქმით, საფეხბურთო კლუბ "დინამოს" ხელმძღვანელობამ მომხდარის გამო "შირაქს" მოუბოდიშა, რაც მათთვის საკმარისია.

თადევოსიანისგან განსხვავებით, თბილისური კლუბისგან ოფიციალურ ბოდიშს ითხოვს "შირაქის" ფან-კლუბის კოორდინატორი გევორქიანი.

რადიო "აზატუტიუნი" იტყობინება, რომ თბილისის "დინამოსგან" განმარტებების მიღებას შეეცადა, მაგრამ თუკი თავდაპირველად ქართულ კლუბში კომენტარის გაკეთებას დაპირდნენ, მოგვიანებით მათ სატელეფონო ზარებს უკვე აღარავინ პასუხობდა.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


ასევე იხილეთ:
სომეხი ჟურნალისტი: სამწუხაროდ, უკვე მეორედ მიწევს თბილისურ ინციდენტზე წერა
არტურ მელიკიანი: ქართველები "პაცნურად" მოიქცნენ [VIDEO]
armsport.am: როგორ დაესხნენ თავს ქართველები სომეხ გულშემატკივრებს [VIDEO]
დინამო-შირაქი 1:1 - ახა­ლი გუნ­დის კონ­ტუ­რე­ბი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 14 /
ხვალ კენჭისტრაა.ბოდიშები უნდათ ხო. ოღონდ შირაკი შეგვხვხდეს ეხლა.ნახავენ ბოდიშებსაც.დარწმუნებული ვარ სტადიონიც ასე თუ ისე გაივსებაა.მარა ეგენი აღარ ჩამოვლენ.შიშით სად ჩამომსვლელებ არიან .ნეტა შეგვხვდეს გიუმრის შირაკი
ziko19
15:11 23-06-2013
0
ბოდიში კი არა თქვენი ჯი.ი .......!!!
mtvare
17:24 20-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული