გიორგი მერებაშვილი: სუსტი გუნდი კარგია, მაგრამ დიდი მიზნები გვაქვს

AutoSharing Option
24 ივნისს ნიონში, უეფას შტაბბინაში, ჩემპიონთა ლიგის 2013/14 წლების გათამაშების პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა გაიმართა.

ტურნირში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი თბილისის "დინამო", რომელსაც მეტოქედ წილისყრამ ანდორის "ლუსატანსა" და ფარერების "სტრეიმურის" წყვილში გამარჯვებული არგუნა.

წილისყრის შედეგებზე კომენტარი თბილისის "დინამოს" ნახევარმცველმა გიორგი მერებაშვილმა გააკეთა.

"ჩვენ დიდი მიზნები გვაქვს - ჩემპიონთა ლიგის ან ევროპის ლიგის ჯგუფში მოხვედრა. გამომდინარე აქედან, შესაძლოა, არ ჰქონდეს არსებითი მნიშვნელობა მეტოქეს, მაგრამ ცხადია, სუსტი გუნდი ჯობდა.

ეს შეხვედრები სასურველი კონდიციების მიღწევაში დაგვეხმარება.
შეკრებაზეც კარგი მეტოქეები გვყავს. გუნდში მშვენიერი განწყობა და ატმოსფეროა".


fcdinamo.ge


ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგაში თბილისის "დინამოს" პირველი მეტოქე გაირკვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული