- წარსულში ცნობილი აფხაზი ფეხბურთელი ახრიკ ცვეიბა არ ჩამოვიდა თქვენს საბენეფისო მატჩზე თბილისში და განაცხადა, რომ ამ ყველაფერს ჰქონდა გარკვეული პოლიტიკური ქვეტექსტი. ხომ არ გაბრაზდით ძველ მეგობარზე?
- როცა ის დავპატიჟე, ძალიან გაუხარდა და ჩამოსვლაზე დამთანხმდა, მაგრამ ის ძლიერ პრესში მოაყოლეს, არწმუნებდნენ, საქართველო ამგვარად ცდილობს საკუთარი პოლიტიკური პრობლემების მოგვარებასო.
მე და ცვეიბა ახლობლები ვართ და მისი მესმის,
- პოლიტიკა იმ შუაშია, რომ თქვენ ახლა მინისტრი ხართ. როგორ შეეგუეთ ახალ ამპლუას და უნიფორმას? კოსტიუმი და ჰალსტუხი ხომ არ გიჭერთ?
- უნდა გამოგიტყდეთ, რომ თავიდან მართლაც ძნელი იყო ეს ყველაფერი. დილით ადრე მივდიოდი სამსახურში და შინ შუაღამისას ვბრუნდებოდი, სანამ კარგად არ გავერკვეოდი სიტუაციაში. ენერგეტიკა უმნიშვნელოვანესი საკითხია საქართველოსთვის. ეს ის სფეროა, სადაც მაქსიმალური ინვესტიციები მიდის.
- ერთ-ერთ ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა - კალაძე ყველას დაეწევა და გაუსწრებსო. რამდენად შორს მიდის თქვენი პოლიტიკური ამბიციები? იმაზეც ხომ იყო ლაპარაკი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილიყავით კანდიდატი...
- გუშინ ფეხბურთელი იყო და დღეს მინისტრი ასეთ საპასუხისმგებლო სფეროში? ზოგი ასე განიხილავდა ამას, ამიტომაც იყო ნათქვამი ეს სიტყვები. არ სჯეროდათ, ეგონათ, რომ ამ საქმეს ვერ გავართმევდი თავს.
- ფეხბურთს დავუბრუნდეთ. გვსურს გავიგოთ, რა სიტუაციაა ამ მხრივ საქართველოში. 200-300 მაყურებელი უმაღლესი ლიგის მატჩებზე...
- ვითარება მართლაც არ არის მარტივი, ჩემპიონატის დონე ძალიან დაბალია. სანამ ქვეყანა ეკონომიკურად არ დადგება ფეხზე, ფეხბურთი ვერ იქნება კარგ დღეში.
არ არის ინფრასტრუქტურა, არ არის ნორმალური პირობები ბავშვების სავარჯიშოდ. "დინამოს" და "ლოკომოტივის" გარდა, სხვა ნორმალური სააფეხბურთო არენაც არ არსებობს.
სახელმწიფო, რა თქმა უნდა, დაეხმარება სპორტს, თუმცა მე უპირატესობას სახელმწიფოსა და კერძო სტრუქტურის პარტნიორობას ვანიჭებ.
- საქართველოს ნაკრებმა თქვენი, არველაძის, ქინქლაძის, კობიაშვილის, ქეცბაიას და ევროპაში სხვა ქართველების თამაშის დროს ვერაფერს მიაღწია. რა ელის საქართველოს ნაკრებს ახლა, როცა ამ თაობამ ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა?
- ყველაფრის ნულიდან დაწყება მოგვიწევს. არის ნიჭიერი თაობა, თუმცა უკვე 14-15 წლის ასაკში რუსეთში, უკრაინაში ან ევროპაში წასვლა სურთ, იქ, სადაც კარგად იხდიან და საქართველოში დარჩენილი ოჯახის და ნათესავების შენახვის საშუალებაა.
ჩვენს კლუბებს ისეთი პირობები უნდა შევუქმნათ, რომ კონკურენტუნარიანები გახდნენ. ასეთ შემთხვევაში ჩვენი ფეხბურთელები რამდენიმე წლით მაინც დარჩებიან აქ.
- თბილისის "დინამოს" რომან ფიფიას პატრონაჟით შეუძლია გახდეს პირველი მერცხალი?
- რა თქმა უნდა. იქ ძალიან ბევრი კეთდება ფეხბურთის განვითარებისთვის, საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხებიც იხარჯება. "დინამო" - ეს არის სახელი და დიდი ტრადიციები. ვინ უნდა დაიწყოს ქართული ფეხბურთის აღორძინება, თუ არა "დინამომ"?!
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
დასავლეთში გადასახადებს 40-70%იხდიან და პლუს კველმოკმედებაში უამრავ თანხებს ხარჯავენ!და არამარტო საკუთარ კვეყანაში!აფრიკაში ეხმარებიან მშიერ ხალხს!ეს ჩვენები?დააჯდნენ მითვისებულს!
ჩვენს სპორტში,ფეხბურთში ერთეულები ხარჯავენ!ფიფია,კოკაია...გამოაკვეყნეთ,გახსენით ყველას ანგარიშები,წილები საწარმოებში და კიდევ რამდენი მალავს ოფშორებში(უკვე დასავლეთის წამყვანი კვეყნები ბრძოლას უცხადებენ ოფშორებს და რამდენი კართველის დამალული ამოტივტივდება???)