ჯაბა დვალი: შეგვწევს ძალა, მინიმუმ ევროპის ლიგის საგზურისთვის ვიბრძოლოთ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში გუნდის ფორვარდი ჯაბა დვალი ჩემპიონთა ლიგის წილისყრაზე, "შახტართან" გამართულ მატჩზე, ავსტრიულ შეკრებასა და "დინამოს" შანსებზე საუბრობს.

ჩემპიონთა ლიგის წილისყრა
როგორც ვისურვეთ, ისე მოხდა ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონები მონაწილეობენ, ჩემი აზრით, წილისყრამ ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდი გვარგუნა.

პირველი ეტაპის შეხვედრებში, ვფიქრობ, ფარერები გავლენ და თამაშიც მათთან მოგვიწევს. ცუდია, რომ მეორე შეხვედრა გასვლაზე გვიწევს. იმედია, მოვიგებთ და მესამე ეტაპის შეხვედრის გამართვა შორი გზიდან დაბრუნებულებს მალევე მოგვიწევს.

დონეცკის შახტართან მატჩი

სასიამოვნო მოგება იყო. შესაძლოა, არც მათთვის არც
ჩვენი გუნდისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა ამ მატჩის შედეგს, მაგრამ მაინც, სასიამოვნოა, როცა ასეთ გუნდთან იგებ. "შახტარი" ალბათ გამორჩეულია სათამაშო სტილით. სწრაფ, კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობენ.

ავსტ
იული შეკრება
ასე ვთქვათ, ეს შეკრება უნდა გაგვყვეს მთელი სეზონი. ფიზიკურად უნდა მოვემზადოთ. ყველაფერს აქ უნდა ჩავუყაროთ საფუძველი. ყველაფერი ისე მიდის, როგორც დაგეგმილი იყო. ასეთ ძლიერ გუნდებთან თამაშიც ძალიან სასარგებლოა.

დინამოს შანსები
პირველი მეტოქე აუცილებლად უნდა გავიაროთ. ჩემი აზრით, "დინამოს" შესწევს ძალა, მინიმუმ ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძოლოს.

ჩემპიონების გზა ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრასაც შედარებით აადვილებს. გამართლების შემთხვევაში, ასე ვიტყოდი, ჩვენი მიზანი მაქსიმუმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფი, მინიმუმ ევროპის ლიგაა.

ასევე იხილეთ:
აღმოჩენა: თბილისის "დინამო" ფიზიკურად ძლიერია
წილისყრა. თბილისის "დინამო": ხანდახან ჩვენც ხომ უნდა გაგვიმართლოს!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული