ირაკლი ძარია: თბილისის "დინამოს" მიზანი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრაა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ნახევარმცველი ირაკლი ძარია ავსტრიულ შეკრებაზე, ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგებსა და სხვა საინტერესო თემებზე კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ინტერვიუში საუბრობს.

- ჩემპიონატის და თასის გათამაშების შემდეგ სეზონი შენთვის არ დასრულებულა, ნაკრების თამაშები მოგიწია. დასვენება თუ მოასწარი?
- ძალიან კარგი სეზონი გვქონდა, პირველობაც მოვიგეთ და თასიც. სეზონი მაჟორულ ნოტაზე დავასრულეთ. შემდეგ ნაკრებში გამომიძახეს და როცა საქმე ეროვნულ გუნდს ეხება, დაღლილობაც გავიწყდება.

თავისი ქვეყნის ნაკრებში თამაში ფეხბურთელის ოცნებაა. რამდენიმე თავისუფალი დღე მქონ
და და ახლა ჩემს გუნდთან ერთად მომავალი სეზონისთვის ვემზადები. ასეთია ფეხბურთი და ჩვენი პროფესია.

- ახალი სეზონისთვის მზადება როგორ მიდის?
- ძალიან კარგი შეკრებაა. ყველა პირობა გვაქვს იმისათვის, რათა გუნდი და თითოეული ფეხბურთელი სათანადოდ მომზადებული შეხვდეს ოფიციალურ თამაშებს. ისეთი სპარინგები გვაქვს, ბევრი გუნდი ინატრებდა.

- მაშინ კიევის "დინამოსთან" და "შახტართან" შეხვედრებსაც შევეხოთ...
- "დინამოსთან" შეკრებაც ახალი დაწყებული იყო და წინა დღის ჩამოსულებიც ვიყავით და მაქსიმალურად ვერ წარმოვაჩინეთ თავი.

"შახტართან" უკეთესი თამაში იყო. ჩვენი გუნდის დღევანდელი ძალის გათვალისწინებით, ვფიქრობ, შეგვიძლია მათთან თანაბრად თამაში.

მოსამზადებელი ეტაპია მათთვისაც და ჩვენთვისაც. "დინამოც" დღეს თუ ხვალ ეგეთი დონის გუნდი უნდა გახდეს. ახლაც ხელწამოსაკრავი გუნდი არავისთვის ვართ.

- წილისყრის თემასაც ვერ ავუვლით გვერდს...
- ცოტა არ იყოს, გაგვიმართლა, ჩვენთვის სასურველი მეტოქე გვერგო, თუმცა ჩვენი მიზანი ჯგუფში მოხვედრაა და უფრო ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ სათამაშოდაც მზად ვიყავით და ვართ.

ასევე იხილეთ:
წილისყრა. თბილისის "დინამო": ხანდახან ჩვენც ხომ უნდა გაგვიმართლოს!
Sportall.ge-ს მკითხველებმა საუკეთესო საყრდენ ნახევარმცველად ირაკლი ძარია აღიარეს
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჰორიზონტზე კომუნიზმი მოჩანსო ისეთია.
0
წარმატებები!!! მთელი საქართველო თქვენ გვერდით ვართ. ღირსეულად უნდა გამოხვიდეთ ევროპაში.
batumi
12:41 27-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული