Sportall.ge-ს მკითხველებმა საუკეთესო საყრდენ ნახევარმცველად ირაკლი ძარია აღიარეს

AutoSharing Option
Sportall.ge-ს მკითხველებმა საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო საყრდენ ნახევარმცველად თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი ირაკლი ძარია (39.5.3%) დაასახელეს.

მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდა, ჩემპიონატის რჩეული ცენტრალური მცველისთვის ხმა სამი დღის განმავლობაში მიეცა. ჯამში, გამოკითხვაში მონაწილეობა 1428-მა ადამიანმა მიიღო.

მეორე ადგილზე თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი ლევან ხმალაძე გავიდა, რომელმაც გამოკითხულთა ხმების 16.5% მიიღო.

მკითხველთა ხმები ასე განაწილდა:

ირაკლი ძარია (დინამო) - 564
ლევან ხმალაძე (დინამო) - 235
ირაკლი მაისურაძე (დილა) - 196
მერაბ გიგაური (ტორპედო)
- 187
თორნიკე გორგიაშვილი (ზესტაფონი) - 135
გიორგი დათუნაიშვილი (ტორპედო) - 111

შეგახსენებთ, რომ Sportall.ge საქართველოს XXIV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებს საიტის მკითხველთა ვერსიით შეადგენს.

გამოკითხვა ფეხბურთელთა კონკრეტული ამპლუის (საუკეთესო მეკარის, საუკეთესო მარცხენა მცველის, საუკეთესო ცენტრალური მცველის და ა.შ.) მიხედვით ჩატარდება და თითო პოზიციაზე წარმოდგენილი იქნება რედაქციის მიერ შერჩეული რამდენიმე კანდიდატი, რომელთაგან მკითხველი საუკეთესოს შეარჩევს.

ამა თუ იმ პოზიციაზე საუკეთესოს გამოსავლენად მკითხველებს ხმის მიცემა 3 დღის განმავლობაში შეეძლებათ. სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემა შეგიძლიათ საიტის მთავარი გვერდის მარჯვენა სვეტში განთავსებულ გამოკითხვაში.

ასევე იხილეთ:
Sportall.ge-ს მკითხველებმა საუკეთესო მარცხენა მცველად დავით კვირკველია აღიარეს
Sportall.ge-ს მკითხველებმა საუკეთესოებად გივი კვარაცხელია და გიორგი ონიანი აღიარეს
Sportall.ge-ს მკითხველებმა საუკეთესო მარჯვენა მცველად გიორგი სეთურიძე აღიარეს
Sportall.ge-ს მკითხველებმა საუკეთესოდ გიორგი ლორია აღიარეს
Sportall.ge-ს მკითხველებმა საუკეთესოდ გია გეგუჩაძე აღიარეს
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბაა რაა! დზაან მაგარია!
Tosi
14:17 17-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული